თარგმნა: ანდრო დადიანი პოლიტიკა 101 როგორ სამყაროში ვცხოვრობთ?>სადაც მსუქანი კატები დივიდენდებს იღებენ მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებიდან, რომლიც ტყუილებსა და ქურდობაში მდგომარეობს. ამ ყველაფრის შემდეგ, ბავშვები არიან ნარკოდილერები, ზემოთ კი ფარმაცევტული კომპანიები მილიონებს შოულობენ ნარკოტიკების გაყიდვით, დაავადებების და სნეულებების მანიპულირებით. ერთხელ ვიღაცამ თქვა, თუ მდიდარი ხარ, შეგიძლია იცხოვროო. ჩვენი გონება ღარიბია, თითქოს არაფერი დაგვრჩა გასაცემად. თითქოს უდაბნოში ვართ ჩარჩენილები კანიბალური მიდრეკილებებით, ველურებივით ვცხოვრობთ პრიმიტიულ გარემოში და ცოდნაც ასეთი შეზღუდულია, ჯერ კიდევ ვერ გაგვიგია, როგორ ააშენეს პირამიდები, თუმცა
თარგმნა: ნორიკ ბადოიანი *** ტომრიდან იატაკზე დაიყარა საგნები. და მე მგონია, რომ სამყარო მხოლოდ დამცინავი ღიმია, რომ ბჟუტავს ჩამომხრჩვალის ბაგეზე. 1908 *** მე არ ვიცი, დედამიწა ბრუნავს თუ არა – გააჩნია, როგორ ჩაისმევა სიტრიქონში სიტყვა. მე არ ვიცი, ჩემი ბებია და ბაბუა იყვნენ თუ არა მაიმუნები, რადგან არ ვიცი, მსურს თუ არა ტკბილი ან მჟავე. მაგრამ მე ვიცი, რომ მინდა ვდუღდე და მინდა, რომ მზეს და ჩემი ხელის ძარღვს საერთო
თარგმნა საბა თოდუამ ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვინახავთ რწმენას. 40 წელი - როგორც 40 დღე. შებრუნდით აუდიტორიებში, ისინი დაცულია ხანძრისგან. არა, ნაპერწკლებით არ აალდება, ასე თუ ისე, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა მიღებულია. ყოველი შემთხვევისთვის, წინდახედული საქციელი იქნება თუ სხეულებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ჩაიმონტაჟებთ, რადგან ხანძარი ერთი თავიდან, ყოველთვის შეიძლება მეორეს, შემდეგ კი მთელ ქალაქს გადაედოს. ამისთვის საჭიროა - ინდივიდების ხარისხიანი იზოლაცია, ხანძრის საგანგაშო სისტემა, ყველაზე მარტივი ცხელი ხაზის ნომერი, ასევე სასურველია, გვახსოვდეს ჩვენი მარტოობა და სოლიდარობის
მთარგმნელი ლაშა ყელბერაშვილი (ნაწყვეტი) წიგნს ვუძღვნი აპოლონიოს ტიანელის მანებს, ქრისტეს თანამედროვეებსა და ყველა ჭეშმარიტ ილუმინატს ამ წარმავალ სამყაროში. და იმისათვის რომ ხაზი გავუსვა მის ღრმა ირეალურობას, სულიერებას, ამაოებას, წიგნს ვუძღვნი ანარქიასა და ომს, ამ სამყაროსთვის. ბოლოს და ბოლოს, მე წიგნს ვუძღვნი წინაპრებს, გმირებს, კლასიკური გაგებით და დიად გარდაცვლილთა სულებს. *** და სწორედ ამ რიტუალებში იშვა მისი სახელი: EL-GABAL და მისი სახელის ურიცხვი ვარიაცია, რომლებიც შეესაბამება გასრულებულ წარმოთქმებს,
მთარგმნელი ნორიკ ბადოიანი ადის-აბებაში, ბებერმა ყარიბმა, რომელსაც მრავალი ტომი დაეპყრო, შავი შუბოსანი მოავლინა ჩემთან, ჩემი ლექსებისგან შედგენილი სალმით. ლეიტენანტი, მტრის ბატარეების ცეცხლქვეშ რომ მართავდა ქვემეხიან ნავებს, სამხრეთის ზღვასთან გათენებამდე ჩემს ლექსებს მიკითხავდა ზეპირად. კაცი, რომელმაც ელჩს იმპერატორის ხალხის ბრბოში დაახალა ტყვია, მომეახლა, რომ ხელი ჩამოერთვა ჩემთვის, ჩემი ლექსებისთვის მადლობა ეთქვა. მრავლად არიან ისინი, ძალუმნი, ბოროტნი და მხიარულნი, ვინც ხოცავდნენ სპილოებს და ადამიანებს, ვინც უდაბნოში იღუპებოდნენ წყურვილით, ვინც იყინებოდნენ მარადიული ყინულის კიდეზე, ვინც ერთგულებენ ჩვენს დედამიწას, ძალუმს,
მთარგმნელი ზაალ ჯალაღონია სიკვდილის ფუგა შავი რძის შხეფები ალიონისას. რომელსაც ხარბად ვსვამთ შეღამებისას. მრუმე ღამითაც ჩვენ მას ვეწაფებით დილით, და შუადღისას. ჩვენ მას ყოველთვის ხარბად ვისრუტავთ. საკუთარ საფლავებს ჰაერში ვითხრით, რადგან იქ ადგილი ყველას გვეყოფა. კაცი ცხოვრობს თავის სახლში და გველებს ეთამაშება, კაცი შუალედებში წერს. წერისას ბნელდება გერმანიაში. მივსტირი შენს ოქროს თმას მარგარეტ. ის წერს. გამოდის გარეთ. ვარსკვლავებს ისევ ღვიძავთ ცაში. ბნელ ჩრდილებს დასდევს ძაღლების ხროვა. ვარსკვლავი გვიხმობს, ებრაელებო, გამოდით გარეთ, ყველამ გათხარეთ თქვენთვის საფლავი და მოემზადეთ,
