e
თებერვალი 2025
  /  2025 (Page 11)

1 ამ სარდაფებში გაკრთებიან სინათლეები, შორით დახშული ხმებიდან რომ გამოაღწევენ და სახეცვლილ მოგონებებად რომ შერჩებიან დასაბუდებლად შეყუჟულ სხივებს. ჩემი მხარეა ამოსავსები, ის ნაპრალები სადაც უკვე ვეღარ ვიცხოვრებ, სადაც საათი წამებს არა, საათებს ითვლის, სადაც დამათოვს, როგორც მიწას, როგორც ესკიმოსს. თუ გამომყვები ამ ბილიკებზე, ვერ ვდებ პირობას რომ ჩვენ ყველანი დავბრუნდებით თბილ იურტაში და ყოველდღიურ პრობლემებთან ერთად ვიბრძოლებთ. ეს ჩემი ფერადი ნაგებობაა, რომლის სართულებს არც კი ვიცნობ, ხოლო შესასვლელს გადმოგაბარებ, როგორც თვალის

*** ყველა შვილი რომ დაიძინებს, (ან მთაზე ავა, საიდანაც ბრუნდებიან მხოლოდ მამები), ცხელი სიმართლით ამოგივსებ გუგებს, რომლებშიც ერთ დროს პეშვით ნაცარს გაყრიდი. ხშირად იხსენებ - მქონდა თევზის თვალის ჭრილი და ნაიარევ სახეს გიშვერდი, რომ დაგენახა, როგორ ვხდებოდი მეტაფორა - ქალის, რომელიც შვილი იყო და არ ეძინა, დღის სინათლეზე დნებოდა ხოლმე. საათობით გაშრებოდა თითებზე ცვილი და გზად, სადაც კი ხელს ჩასჭიდებდი ბოძს - (ფეხზე მყარად ასე იდექი) ანაბეჭდივით გადაგყავდა ქალი თითებით მეტროს ვაგონში, ბარათებზე, წიგნებზე - ყველგან, სადაც

  ანრი კიკნაველიძის თარგმანი   1 კვლავ სიმამაცე! ჩემო ძმაო თუ ჩემო დაო! არ გაჩერდე! თავისუფლებას ზრუნვა სჭირდება, რაც უნდა მოხდეს; არაფერია ის, რასაც ერთი, ან ორი მარცხი, ან თუნდაც ბევრი მარცხი ჩაახშობს, ან ხალხის გულგრილობა და უმადურობა, ან ორგულობა რაიმე სახის, ან გაელვება ძალაუფლების ეშვის, ჯარისკაცები, ქვემეხები და სადამსჯელო კანონები. აჯანყდი! და კვლავაც აჯანყდი! აჯანყდი! ჩვენი რწმენის საგანი მალულად იცდის ყველა კონტინენტზე, ყველა კუნძულზე და ზღვის ყველა არქიპელაგზე; ჩვენი რწმენის საგანი არავის ეპატიჟება,

თარგმნა ტატო ჩანგელიამ   1. სირიის დატოვების გადაწყვეტილება იმ დღეს მივიღე, როცა ბრმა ტყვიამ თვალწინ ჩამიქროლა. იმ დღეს მივხვდი, რომ ჩემი სამშობლო აღარ იყო ჩემი სამშობლო, ჩემი სისხლი - ჩემი სისხლი და ჩემი თავისუფლება ეკუთვნოდა თავისუფლებისთვის მებრძოლს, რომელსაც არც კი უფიქრია, ჩემთვის ნებართვა ეთხოვა, სანამ მესროდა - თავაზიანობის ნაკლებობა, რომელსაც ომის დროს ხშირად ვაწყდებით. 2. თუ მოკვლას მიპირებენ, სჯობს უცხო ენაზე

წვიმამ გადაიღო, გუშინდელი ღრუბელი ქარმა აკრიფა და აღმოსავლეთისკენ წაიღო. დილით ის ქარიც ჩადგა. მზემ სათონის კედელი გაათბო. გაბომ შინიდან სკამი გამოიტანა, დაიდგა და ზედ კვნესით დაჯდა. შინ მარტო იყო, ბიჭი ქალაქს წავიდა, ცოლი - ვენახში. იჯდა და დაღონებული, ნატანჯი სახით დასჩერებოდა წვიმის წყლისაგან გათქვარულ მიწას. მთელი ღამე არ დააძინა გულმა, მთელი ღამე სიკვდილზე იფიქრა. ახლა იჯდა და უყურებდა, როგორ

ანოტაცია ანდრეი ვიშნევსკი (1965) თავისი ინოვაციური და ფანტასმაგორიული ტექსტებით თანამედროვე დრამატურგიის გამორჩეული სახელია. დაამთავრა გიტისის კინორეჟისურის ფაკულტეტი, ანატოლი ეფროსისა და ანატოლი ვასილევის ხელმძღვანელობით. სადიპლომო ნაშრომი დადგა თბილისში, გრიბოედოვის თეატრში და მალევე სპექტაკლების დადგმას, პიესების წერაც შეუთავსა, საბოლოოდ კი მისი თავდაპირველი საქმიანობა მეორეული გახდა. ვიშნევსკის პიესები იდგმება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის მოსკოვში, ბერლინში და ჰელსინკიში. 200 წელს ის მონაწილეობდა ვლადიმერ