ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ დედაჩემს დედაჩემის პური მენატრება, დედაჩემის ყავა, დედაჩემის ალერსი
თარგმნა: ვასო გულეური თუ დამივიწყებ მინდა ერთი რამ დაიმახსოვრო. შენ კარგად იცი: როცა შევყურებ ფეხაკრეფით შემოპარულ შემოდგომას ჩემი ფანჯრიდან, ალისფერ რტოს, ბროლივით მთვარეს, თუ ხელს შევახებ ცეცხლის პირას ჩანავლულ ნახშირს ან დაღარულ შეშის ზედაპირს, ყოველივე შენთან მაბრუნებს, თითქოს ყოველი, რაც კი არსებობს: სურნელება, შუქი, ლითონი, ხომალდებია და მოცურავენ შენი პატარა კუნძულებისკენ, მე რომ ასე გულმოდგინედ მელოდებიან. ახლა კი, თუკი შენ თანდათან გადამიყვარებ მეც შეველევი შენს სიყვარულს თანდათანობით. და თუ უეცრად გადამივიწყებ, ნუღარ მომძებნი, მე ასევე გადაგივიწყებ. თუკი ფიქრობ, რომ დრო გავიდა და
თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე მიყვარს შენი ფერი ყავის, შენი თმები ყავის, შენი ყელი ყავის. მიყვარს, როცა ცეკვავ ჩემთვის, გამიელვებს როცა ყურთან ჟღერა სამაჯურთა, ლამაზ სამაჯურთა, შენი ცეკვის ტემპს რომ ერთვის. ფერი ყავის, მიყვარს შენი ფერი ყავის. რა საოცარ ალში მახვევ ამ სიამის მნახველს, თეძოებს რომ არხევ, ნაზად არწევ თვალ-წამწამებს
თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე ამსტერდამი ამსტერდამის პორტში მეზღვაური მღერის იმ განცდაზე, ხმელეთს დაბრუნებულს რომ სდევს. ამსტერდამის პორტში მეზღვაურებს სძინავთ, ვით ნაპირზე მძიმედ ჩამოშვებულ დროშებს. ამსტერდამის პორტში თავს იხრჩობენ ურჩად მეზღვაურნი ლუდში, დრამასა და შფოთში. ამსტერდამის პორტში, მეზღვაურთა წყება კვლავაც იბადება ოკეანურ შტორმში. ამსტერდამის პორტში მეზღვაურებს შიათ, სუფრა გაუშლიათ უქათქათეს ჰოლში. კბილები აქვთ ლამის დანა-ჩანგლის მცვეთი, ბაგირების მკვნეტი და ჩამკბეჩი მთვარის. თევზის სუნი ასდის მოშიშხინე ფრიტებს, თეფში რომ ვერ იტევს და იყრიან მაინც. შეჭამენ და ბოხი ხმით ატეხენ ხარხარს, შეიკრავენ ხვანჯარს, წავლენ ბოყინ-ბოყინ. ამსტერდამის პორტში, მეზღვაურთა ცეკვას ღამე ეშხში შეჰყავს, ღამე მოჰყავს ხოშზე. რიტმისაგან მთვრალებს, გული როკვით უცემთ და მუცელზე
თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე ასაკს არ აქვს დიდი ჭკუა ყმაწვილთა გუნდში, შუქი რომ გუშინ იხილა, სწამთ, რომ ჯაგლაგი, ყველა ჭარმაგი ბრიყვია. როცა დაღარავს მათ გულს ჭაღარა, იტყვიან: ნორჩი, ხმაწვრილი, ყველა ყმაწვილი ბრიყვია. მე, ვინც გახლავართ შუა ასაკის, მათ გავუმხელდი ამბავს გასაკვირს: ასაკს არ აქვს დიდი ჭკუა, ვინც ბრიყვია, ბრიყვია. გინდ ყრმა იყოს, გინდ ბაბუა – თუ ბრიყვია, ბრიყვია. ჯობს, დაზოგოთ ავი სიტყვა და ფიქრისთვის მოიცალოთ, გუშინ გაჩენილნო ბრიყვნო, ბრიყვნო ძველი დროისანო! თქვენ, პირუწვერო, გამოუცდელო ბრიყვებო, მამის საკიცხად რომ არ გაგიცვდათ სიტყვები, თქვენ, ხანდაზმულო, ვადაგასულო ბრიყვებო, შვილთა საკბენად რომ არ გაკლდებათ სიტყვები, მოკრძალებით და ზრდილობის დაცვით, ამას გეტყოდით შუახნის
(1962) გერმანულიდან თარგმნა ლუკა ნახუცრიშვილმა ეძღვნება იოზეფ კიონიგს წინსვლის კატეგორიის თაობაზე თეორიული ანგარიშგება მოითხოვს, მას ისე ახლოდან დავაკვირდეთ, რომ მისმა როგორც დადებითმა, ისე უარყოფითმა ხმარებამ მოჩვენებითი თავისთავადი სიცხადე დაკარგოს. მაგრამ ამგვარი სიახლოვე ამავდროულად კიდევაც აძნელებს ანგარიშგებას. არცერთი ცნება არ გვადნება ხელში ისე [ადვილად], როგორც „წინსვლა“, როცა ვიწყებთ იმის დაზუსტებას, თუ მაინც რას გულისხმობს ის, თუნდაც, რა ვლის წინ და რა -
