e
ოქტომბერი 2025
  /  2025 (Page 2)

თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ   კომენდანტის საათი დიდი ამბავი რომ ჭიშკრები დაგმანეს, დიდი ამბავი რომ გამოგვკეტეს. დიდი ამბავი რომ დაეცა ჩვენი ქალაქი დიდი ამბავი რომ იარაღი წაგვართვეს დიდი ამბავი რომ შიმშილით გვძვრებოდა სული დიდი ამბავი რომ ღამე იყო დიდი ამბავი იმ ღამეში ერთმანეთი რომ შევიყვარეთ.   სიმართლე ეს კაცთა წესია ყურძნისგან შექმნა ქარვა ღვინო ნახშირისგან ცეცხლი და კოცნით კაცი. ეს კაცთა წესია ებრძოლო შიმშილს და ტკივილს განსაცდელს ყოველს ადამიანად დარჩე ბოლომდის. ეს კაცთა წესია წყალი აქციო შუქად. ცხადად აქციო ზმანება ძმებად აქციო მტრები ეს

მთარგმნელი ვალო ჩაჩუა                             დრამა 5 მოქმედებად. მოქმედი პირნი იულიუს ჰექტორ მაკფერსონი (ნავთობის მეფე). ელენა (მისი ნათესავი). გეზი (მუშათა წინამძღოლი). ბრიქსი (საიდუმლო პოლიციის აგენტი). ბენიამინ პრიამუსი (სენატის პრეზიდენტი). პუპუსი: გრობუსი: -> მეცნიერები. კუბუსი: I სენატორი. II სენატორი. ფლორანსა. ბეტსი. ლიზი. მარშალი. პოლიციის უფროსი. ორი პოლიციელი. მეტრდოტელი. ორი ბანდიტი. მუშები, მოცეკვავეები. გამყიდველი. ბებიაქალი. მღვდელი. ფაბრიკანტი. მისტიური სექტის წინასწარმეტყველი. ბროშურების გამყიდველები. ორგანიზატორი. ორი მეგაზეთე.   მოქმედება I სურათი პირველი (ამერიკული ქალაქი. მიტინგის დარბაზის შესასვლელთან. მიტინგის ორგანიზატორი. ორი ქალი. ჯაშუში. ბროშურების გამყიდველები.) გამყიდველები. “ამერიკული ქალაქი ვულკანზე“ – 3 ცენტი. „ერფურტის პროგრამა“ – 3 ცენტი. „ამერიკული

მთარგნელი ვალო ჩაჩუა   ასე ამბობდა ლუდვიგ მის ვან დერ როე: „საინტერესო უბრალოება - ეს ძვირფასი რამეა, ყველაზე რთულად მისაღწევი“. კაპიტან სამუელ ბელამის „მეკობრეთა პრინცს“ ეძახდნენ. მას ასევე უწოდებდნენ „შავ სემს“: იმის გამო, რომ სხვა მეკობრე კაპიტნებისგან განსხვავებით, ის არად აგდებდა გაპუდრულ პარიკებს და საკუთარ გრძელ, შავ თმას უბრალოდ უკან იკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეკობრული კარიერა ერთ წელზე ცოტას ითვლიდა,

მთარგმნელი ვალო ჩაჩუა   აუცილებელია ყველაფერში ცხვირის ჩაყოფას შევეშვათ და ცხოვრებისეულ ტკბობას არ მივეცეთ: ჩვენი დრო უკეთესი და მეტად სერიოზულია, ვიდრე სანეტარო ტკბობა. ყველა, ვინც ტკბობას მიეცემა, აუცილებლად მახეში ებმება და კვდება, როგორც წრუწუნა, რომელიც ხაფანგში მიძვრება, რათა სატყუარაზე წამოცმული ქონით „დატკბეს“. ჩვენ ირგვლივ ბევრი ასეთი ქონია, თუმცა ყველა ნაჭერი სატყუარაზეა. საჭიროა სოციალისტურ სამუშაოს მიცემულ უბრალო, მომთმენ ხალხთა რიგს ვეკუთვნოდეთ,

მთარგმნელი ზაალ ჯალაღონია   ფსალმუნი გლეხს მოეჩვენა აღმოსავლეთ ორეგონში, რომ იესო იდგა საქათმეში. კვერცხებით სავსე კალათა ეჭირა ხელში. იესომ უთხრა. ,,მე ვარ მშიერი" გლეხს არასოდეს წამოსცდენია ის, რაც იხილა.   ფერი როგორც საწყისი დავივიწყე სიყვარული. მე სიკვდილი მინდა შენს ყვითელ თმაში.   მე ვცხოვრობ მეოცე საუკუნეში მე მეოცე საუკუნეში ვცხოვრობ. და აქვე შენ წევხარ ჩემ გვერდით. უბედური იყავი, როცა მძინარე გეგონა შენი თავი. ვერაფერს გავხდი,უიმედობამ შემიპყრო. შენი სახე იმდენად მშვენიერია, რომ დაუსრულებლად მინდა ის აღვწერო. არაფერია ირგვლივ ისეთი, რითაც მე ბედნიერს გაგხდი, როცა გძინავს შენ.   რომეო და ჯულიეტა თუ შენ მოკვდები ჩემთვის, მეც შენთვის მოვკვდები. და იქნება ორი საფლავი, როგორც წყვილი, რომელიც ერთად ტანსაცმელს რეცხავს ლანდრომატში. თუ აიღებ საპონს, მე მოგიტან მათეთრებელს.   რადგან რადგან ხალხს უყვარს შენი გონება, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი შენს სხეულსაც მოისურვებენ.   30 ცენტი. ორი ბილეთი. სიყვარული. შენზე ფიქრებით დამძიმებული ავტობუსში ავედი, ორ ბილეთში 30 ცენტი გადავიხადე. და იმ წამსვე მივხვდი, რომ ვმგზავრობდი სრულიად მარტო.   * * * მე მაქვს ტუალეტში 75 ვატიანი კაშკაშა ნათურა. ორი წელი მიიწურა, რაც ამ ბინაში მარტო ვცხოვრობ. ჩემი ნათურა კვლავაც ანათებს. დავრწმუნდი, რომ მას უზომოდ ვუყვარვარ.   მოლოდინი თითქოს წლების წინ ყვავილთა კონა კოცნით მოვწყვიტე მისი ბაგიდან და ჩემ გულში ჩავდე ფერად ლარნაკში.   მოლოდინი კი ამისთვის ღირდა.   რადგან მიყვარდა.   შეყვარებული ბავშვები მე ვარ მთვრალი ცისარტყელა. შენ ხარ შეშინებული მთვარე. ყოველივე ეს არის ერთ ბავშვში. ივსება შემოდგომის ცივი ღამე.   სურათი - 4 მატარებლის ორი ბილეთი. მგზავრობა არსაიდან - არსაით.   დროის  სიკვდილი ეს დღეც დადგება, როცა მოკვდება დრო და მას დაასაფლავებს სიყვარული.   მთვარე ჩვენს წინააღმდეგ, როცა ჩვენ კვლავ ერთად გვძინავს ვზივარ და ვისვენებ, ისე ვარ, როგორც მუხანათი ბოროტმოქმედი რომანის პერსონაჟებიდან. როგორ შემაფასებთ, ეს თქვენი ნებაა, ბარემ აქვე გაგიმხელთ, თქვენი უბედურების მიზეზი მე ვარ. ამით მე აღვასრულე რაღაც უჩვეულო და მნიშვნელოვანი, რადგან ჩემი შინაგანი თავისებურება არის თავისუფლება. გაგიმხელთ, მარტივად შეიძლება ყოველთვის რაღაც კარგად დასრულდეს ცხოვრებაში, სუფრასთან ბოლომდე თუ დარჩებით, დამაჯერებელ სიტყვას თუ იტყვით. მე მაქვს შნო, რომ თქვენთან ერთად მთვარით დავტკბე, თქვენ შეგეძლოთ, მაგრამ მარტო არ დამტოვეთ მე, ჩასვენებული მის დუმილში.   ყურე მას მერე, რაც სიყვარულის ძლიერმა ღელვამ გაგვყარა ერთმანეთს მისმავე ნელმა ტალღებმა შეგვაჯახა ერთმანეთს კვლავაც და ყურეში დავრჩით, მან კი არ იცის, სად არის ბოლო შენი სხეულის და სად აქვს სათავე ჩემსას. ჩვენ ძვლებს შორის დაცურავენ თევზები და ჩვენ შედედებულ სისხლში ზღვის ფრთოსნები გვეძახიან.   მეორე სამეფო მუდამ მშვენიერია სანახევროდ ყველაფერი, ვარსკვლავების მეორე სამეფოში. შენი ხელის მტევნები ანგელოზები არიან. სასიყვარულო ღამის შემდეგ ნეტარებით, რომ ჩაეძინათ. შენი თვალების ჩურჩული - ქარების მიერ, ვარსკვლავებიდან ჩამოფრენილი ფიფქების ბრილვა. შენი თმა ღვთისგან დაწნული ყვავილების ფერია. ვარსკვლავების მეორე სამეფოში. შენ ხარ ერთადერთი.   უკანასკნელი მოგზაურობა გარდაიცვალო - ნიშნავს ავტოსტოპით ჩახვიდე უცნობ ქალაქში. სადაც წვიმს, სიცივე ძვლებამდე გატანს და

თარგმნა: ზაალ ჯალაღონია ენიგმა ჰანს ვერნერ ჰენცეს არიოზოს ეპოქიდან   აღარაფერი იქნება ქვეყნად, არ ყოფილა, არც განმეორდება. ამას გვაუწყებს კალენდარულ დღეების სრბოლა. ის, რაც მშვენიერ საზაფხულო სახელს შეირგებს, ვაი, რომ ისიც აღარ იქნება. ნუღარ ქვითინებ. დაფარული ამბობს მუსიკა. გულის სიღრმიდან სხვა აღარავინ,   აღარას ამბობს..   * * * ბაგე, ჩემს ბაგეში, რომ გამოიძინა. თვალი, ჩემი თვალის ნაკვალევს რომ გამოყვა. ხელები და თვალებიც მე რომ გამროზგეს, ბაგე, განაჩენი რომ გამომიტანა. ხელი, რომელმაც დამსაჯა მკაცრად.