e
ოქტომბერი 2025
  /  2025 (Page 3)

თარგმნა: ეკა ჭიალაშვილი მოქმედება ხდება სადღაც კიუ გარდენსის მიდამოში, ეკერმანების ორსართულიანი სახლის საძინებელში. კედლებს ხალიჩები ფარავს. იქვე დიდი, ორკაციანი საწოლი და ფართო კომოდი დგას, ოთახი ავეჯითა და ფარდებით საგულდაგულოდაა გაწყობილი. კედლებზე რამდენიმე სურათი და ერთი უხეირო ბარომეტრი კიდია. ფარდის აწევისთანავე ისმის ნაზი კლასიკური მუსიკის ხმა. ლოგინზე წევს ორმოცდაჩვიდმეტ წელს მიღწეული ტანსაცმლის მწარმოებელი, მელოტი და ღიპიანი ნეტ ეკერმანი და გაზეთ

თარგმნა: ზურაბ გოცირიძე ყველა ცდა წარსულის გაცოცხლებისა თავისი უიმედობით ცხოვრების არსში წვდომის მცდელობებს წააგავს. თავს ჩვილად გრძნობ, რომელიც კალათბურთის ბურთის დაჭერას ლამობს, ის კი ხელიდან უსხლტება. ჩემი ცხოვრებიდან ბევრი არაფერი მახსოვს, რაც მახსოვს, არც ისე მნიშვნელოვანია. აზრთა უმეტესობის მნიშვნელობა, რომლებიც ოდესღაც მომსვლია თავში, იმ დროით შემოიფარგლება, როცა ისინი წარმოიშვა. თუ ასე არ არის, უეჭველია, რომ უკვე ვიღაცას შესძლებია მათი

თარგმნა: ანრი კიკნაველიძე   მაშ, მოდი, წავიდეთ, შენ და მე, სწორედ მაშინ, როცა საღამო გაიშხლართება ცაზე, როგორც ეთერით გაბრუებული პაციენტი მაგიდაზე; წავიდეთ, გავიაროთ ნახევრადდაცლილი ქუჩები, ერთღამიანი იაფი სასტუმროები, უძილო ღამეების მობუტბუტე თავშესაფრები და ნახერხმოყრილი რესტორნები ხამანწკის ნიჟარებით: ქუჩები, რომლებიც იწელება დამღლელი კამათივით რომელსაც ბოროტი განზრახვით მიჰყავხარ დაუძლეველ შეკითხვამდე

ამ წლის პირველი ლექსი უსარგებლოა წუხილი, სევდა - დაწერე, თითქოს მიხმობ შენთან. Abandon hope, all ye who enter here - მზის ირგვლივ ნაცნობ არეთა გზას კვლავ დააგა ჩვენი პლანეტა, მჯდომარეთა და მწოლარეთა. და მდგომარეთა. როგორც ამბობენ უახლეს დროის წმინდა ამბები, რაც კი რამ ხდება, ყველა ამბავი - განმავლობაში თოთხმეტ მილიარდ წლის - უკანასკნელ სიზმრის წილია, იმის, ვისაც არ დაუძინია და არასოდეს გამოიღვიძებს. ამ უმიზეზო, უხილავ სიზმრის ძლიერ, ჯანმრთელ და ბედნიერ ხიზნებს სასიკეთო და ყურადსაღები ცვლილების

(პოემა) 1. ვისი ტანკები დაიკავებს ამ ფართე გამზირს? ვისი ხელები მოიქნევენ ბოლოჯერ დროშას? შიში, რომელსაც სკამს ვაცლიდით,                                    ჯერ ისევ აქ ზის, სულის შებერვით რომ გვათბობს და                                   სიცივით გვთოშავს. როცა კორდონთან შიში ამბობს - „ხელი გამიშვი!“ როცა წასული გეგონა და უკან დაბრუნდა, ნახელკეტარი               ყველა                     ნეკნი                         არის - კლავიში, რომელზეც           რეჟიმს                   სხვა                      მუსიკის                          დაწერა სურდა. მაგრამ ნოტები შენს ხელთაა, ამიტომ სხვა ხმით იმღერე ისე, რომ გაიგოს მთელმა უბანმა, გაიგონ იმათ, ვინც დარაჯობს - მარცხნივ ან მარჯვნივ, გაიგოს ყველა სახიერმა, თუნდაც უგვანმა. რომ თუ ახალ ხმას

ერთსა და იმავე ცივილიზაციას შეუძლია ერთდროულად წარმოშვას ისეთი განსხვავებული მოვლენები, როგორიცაა ელიოტის პოემები და Tin Pan Alley -ის შლაგერები; ბრაკის ფერწერა და ჟურნალ “Saturday Evening Post” -ის გარეკანი. ეს ოთხივე ნიმუში კულტურის სფეროს ეხება და ერთი და იგივე კულტურის შემადგენელ ნაწილებსა და პროდუქტს წარმოადგენს. თუმცა, აქ მთავრდება მსგავსება მათ შორის. რამდენად ფართო უნდა იყოს კულტურის ხედვა, რომ თვალთახედვაში