თარგმნა შალვა ბაკურაძემ 1 ქება-დიდებას ვასხამ საკუთარ თავს და ვუმღერი საკუთარ თავს და რასაც ვიღებ საკუთარ თავზე – თქვენც უნდა აიღოთ, რადგან ყოველი ჩემი ატომი თქვენიცაა, თქვენაც გეკუთვნით. მე უდარდელი მაწანწალა ვარ და ვუხმობ ჩემს სულს, ვიხრები ფრთხილად მიწისკენ და უდარდელად ვათვალიერებ ზაფხულის ბალახს, ჩემი ენა და ჩემი სისხლის ყველა ატომი, ამ მიწისაგან არის შექმნილი, ამ ჰაერისგან, აქ მშვეს მშობლებმა, ჩემი მშოლებიც აქ დაიბადნენ, მათი მშობლებიც, და
ზღვასთან დადის ერთი დაცენტრილი კაცი. ანდაც რას დადის, ზის და იყურება, როგორც კაატინგაში დაკარგული სალოსი ესტებანი. ხანდახან ჩუმად იყურება, ზოგჯერ კი, რაღაცეებს ბურტყუნებს კიდეც. ორი წელია კენტად მოთევზავე კაცს ვერ ნახავ თემქის წყალსაცავის უკაცრიელ ნაპირებში. შეშინდნენ მეთევზეები. გიჟი თავისუფალიაო ამბობენ. რომც არ იყოს თავისუფალი, მაინც გვეშინიაო. თავისთვის რომ ლაპარაკობს მაგისიც გვეშინიაო, იმიტომ, რომ რიბაკები ცრუმორწმუნეებიც ვართ და მისტიკური
თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ნენე გიორგაძემ დიმიტრი პრიგოვი – ოთხმოციანი წლების რუსული პოეტური ანდერგრაუნდის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ორიათასიანებში აქტუალური ხელოვნების ლიდერი ხდება. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, არის არა მხოლოდ პოეტი, არამედ დრამატურგი, რომანისტი, მხატვარი, არტისტი და ხელოვნების თეორეტიკოსი. დიმიტრი ალექსანდროვიჩ პრიგოვისათვის (ДАП), ტექსტი მხოლოდ ნაწილია ერთი დიდი პროექტისა, რომელსაც თავად დაარქვა "პროექტი დ.ა.პ." პრიგოვის შემოქმედებას უნდა შევხედოთ, როგორც
გამოეარათ ჯვაროსნებს საქართველოში და გაყოლოდათ აღმოსავლეთის ლაშქრობებში ამ ლექსების ავტორი, უკან რომ ჩამოვიდოდა, ასე დაიწყებდა წერას. იქითობისას რაინდების ამბავს გაიგებდა, აქეთობისას ომარ ხაიამის აზრსა და ჯერ არდაბადებული ჰაფეზის ვარდს წამოიღებდა და მისი პოეტური ენაც ასე შეიქმნებოდა. ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს აღმოსავლური პოეზია და მასში სიცოცხლისა და სიყვარულის უბადლო პაექრობა შეუნიშნავს, წაუკითხავს ევროპული ლექსი და გაუგია რა არის რომანტიზმი,
*** გუშინ საღამოს, სტუმრებისგან შინ ვბრუნდებოდი, ჩამეძინა, გავიარე ჩემი მეტროს სადგური, ვერნანცკაიას გამზირი და მივაღწიე ბოლო გაჩერებას; იქ მე გამაღვიძა ქალმა ლურჯ ფორმაში: გამოვედი ვაგონიდან და უკან გავემგზავრე; როცა მივედი ჩემს სადგურამდე და გადმოვედი ვაგონიდან მე ვიფიქრე იმაზე, რომ იქნებოდა საინტერესო გამეგო, როგორ ხშირად უწევს ამ ქალს და ისეთებს, როგორიც ისაა მკვდრების გაღვიძება მეტროს ცარიელ ვაგონებში; მე გამახსენდა რომ ჩემს ადრინდელ ლექსებში (სხვათა შორის, უწინ მე ვწერდი სავსებით სხვა ლექსებს – ზოგიერთს ალბათ ისინი კიდევ ახსოვს; მათ შორის, ჩემის აზრით რამდენიმე არ იყო ცუდი; ახლა მე ვწერ სავსებით სხვანაირად; ცნობისთვის, ეს ახალი ფორმა მე გამეხსნა
