ფრანგულიდან თარგმა ბაჩანა ჩაბრაძემ აქ განა საჩხუბრად მოვედით ივლისის ერთ დილას, მაღვიძარამ ჯერ კიდევ ბინდბუნდზე დაგვიზარა. ჩემს გოგოს ვუთხარი: “ავდგეთ ჩქარა, აღლუმის დღეა დღეს!” ბულვარზე მისვლა არ დავახანეთ ზანზიბარის მეფის სანახავად, მაგრამ… პოლიციამ სულ კინწისკვრით მოგვიცილა! მაშინ, მე ვთქვი: “აქ განა საჩხუბრად მოვედით, აღლუმი გვინდოდა, გვენახა. აქ განა მუჯლუგუნს მოველით, აღლუმი გვინდოდა, გვენახა. ყველა რომ შინ გამოიკეტოს, ხომ თავი მოეჭრა ქვეყანას! გვაცალეთ, მაშ, გვაყურებინეთ, თორემ დედოფალს რომ მოიწვევთ, დახვედრა უჩვენოდ მოგიწევთ!” მეგობრებს ქეიფი გვჩვევია და – იმ დღესაც, ბისტროში შევიარეთ, სადაც
თარგმნა გიორგი კობახიძემ ლექსები კრებულიდან «Pour ne plus rêver», ალჟირის სახალხო არმიის გამომცემლობა. ალჟირი, 1965 კაფე შევიძინე სიგარეტის კოლოფი გაზეთი და მზის სხივი და მივუჯექი მაგიდას ტერასაზე უზარმაზარ კაფეში შევუკვეთე ყავა და დავალაგე ჩემი სიგარეტის კოლოფი ჩემი გაზეთი ჩემი მზის სხივი და ჩემი ყავის ფინჯანი თანმიმდევრულად კარგად მოვეწყე ჩემს სავარძელში და დავიწყე კითხვა მშვიდად წამიერად დავხედე ჩემს სიგარეტის კოლოფს ჩემს გაზეთს ჩემს მზის სხივს ჩემს ფინჯანს რიგში განლაგებულს და ვიფიქრე ხომ არ ვარ რევოლუციონერი. ალფაბეტიზაცია რას ემსახურება ჩემი ლექსები თუ ჩემსას ვერ კითხულობს დედა? დედა არის ოცი წლის მას აღარ სურს ტანჯვა ის მოვა
