თარგმნა საბა თოდუამ ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვინახავთ რწმენას. 40 წელი - როგორც 40 დღე. შებრუნდით აუდიტორიებში, ისინი დაცულია ხანძრისგან. არა, ნაპერწკლებით არ აალდება, ასე თუ ისე, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა მიღებულია. ყოველი შემთხვევისთვის, წინდახედული საქციელი იქნება თუ სხეულებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს ჩაიმონტაჟებთ, რადგან ხანძარი ერთი თავიდან, ყოველთვის შეიძლება მეორეს, შემდეგ კი მთელ ქალაქს გადაედოს. ამისთვის საჭიროა - ინდივიდების ხარისხიანი იზოლაცია, ხანძრის საგანგაშო სისტემა, ყველაზე მარტივი ცხელი ხაზის ნომერი, ასევე სასურველია, გვახსოვდეს ჩვენი მარტოობა და სოლიდარობის
მთარგმნელი ნორიკ ბადოიანი ადის-აბებაში, ბებერმა ყარიბმა, რომელსაც მრავალი ტომი დაეპყრო, შავი შუბოსანი მოავლინა ჩემთან, ჩემი ლექსებისგან შედგენილი სალმით. ლეიტენანტი, მტრის ბატარეების ცეცხლქვეშ რომ მართავდა ქვემეხიან ნავებს, სამხრეთის ზღვასთან გათენებამდე ჩემს ლექსებს მიკითხავდა ზეპირად. კაცი, რომელმაც ელჩს იმპერატორის ხალხის ბრბოში დაახალა ტყვია, მომეახლა, რომ ხელი ჩამოერთვა ჩემთვის, ჩემი ლექსებისთვის მადლობა ეთქვა. მრავლად არიან ისინი, ძალუმნი, ბოროტნი და მხიარულნი, ვინც ხოცავდნენ სპილოებს და ადამიანებს, ვინც უდაბნოში იღუპებოდნენ წყურვილით, ვინც იყინებოდნენ მარადიული ყინულის კიდეზე, ვინც ერთგულებენ ჩვენს დედამიწას, ძალუმს,
მთარგმნელი ზაალ ჯალაღონია სიკვდილის ფუგა შავი რძის შხეფები ალიონისას. რომელსაც ხარბად ვსვამთ შეღამებისას. მრუმე ღამითაც ჩვენ მას ვეწაფებით დილით, და შუადღისას. ჩვენ მას ყოველთვის ხარბად ვისრუტავთ. საკუთარ საფლავებს ჰაერში ვითხრით, რადგან იქ ადგილი ყველას გვეყოფა. კაცი ცხოვრობს თავის სახლში და გველებს ეთამაშება, კაცი შუალედებში წერს. წერისას ბნელდება გერმანიაში. მივსტირი შენს ოქროს თმას მარგარეტ. ის წერს. გამოდის გარეთ. ვარსკვლავებს ისევ ღვიძავთ ცაში. ბნელ ჩრდილებს დასდევს ძაღლების ხროვა. ვარსკვლავი გვიხმობს, ებრაელებო, გამოდით გარეთ, ყველამ გათხარეთ თქვენთვის საფლავი და მოემზადეთ,
თარგმნა ზაალ ჯალაღონიამ კომენდანტის საათი დიდი ამბავი რომ ჭიშკრები დაგმანეს, დიდი ამბავი რომ გამოგვკეტეს. დიდი ამბავი რომ დაეცა ჩვენი ქალაქი დიდი ამბავი რომ იარაღი წაგვართვეს დიდი ამბავი რომ შიმშილით გვძვრებოდა სული დიდი ამბავი რომ ღამე იყო დიდი ამბავი იმ ღამეში ერთმანეთი რომ შევიყვარეთ. სიმართლე ეს კაცთა წესია ყურძნისგან შექმნა ქარვა ღვინო ნახშირისგან ცეცხლი და კოცნით კაცი. ეს კაცთა წესია ებრძოლო შიმშილს და ტკივილს განსაცდელს ყოველს ადამიანად დარჩე ბოლომდის. ეს კაცთა წესია წყალი აქციო შუქად. ცხადად აქციო ზმანება ძმებად აქციო მტრები ეს
მთარგმნელი ზაალ ჯალაღონია ფსალმუნი გლეხს მოეჩვენა აღმოსავლეთ ორეგონში, რომ იესო იდგა საქათმეში. კვერცხებით სავსე კალათა ეჭირა ხელში. იესომ უთხრა. ,,მე ვარ მშიერი" გლეხს არასოდეს წამოსცდენია ის, რაც იხილა. ფერი როგორც საწყისი დავივიწყე სიყვარული. მე სიკვდილი მინდა შენს ყვითელ თმაში. მე ვცხოვრობ მეოცე საუკუნეში მე მეოცე საუკუნეში ვცხოვრობ. და აქვე შენ წევხარ ჩემ გვერდით. უბედური იყავი, როცა მძინარე გეგონა შენი თავი. ვერაფერს გავხდი,უიმედობამ შემიპყრო. შენი სახე იმდენად მშვენიერია, რომ დაუსრულებლად მინდა ის აღვწერო. არაფერია ირგვლივ ისეთი, რითაც მე ბედნიერს გაგხდი, როცა გძინავს შენ. რომეო და ჯულიეტა თუ შენ მოკვდები ჩემთვის, მეც შენთვის მოვკვდები. და იქნება ორი საფლავი, როგორც წყვილი, რომელიც ერთად ტანსაცმელს რეცხავს ლანდრომატში. თუ აიღებ საპონს, მე მოგიტან მათეთრებელს. რადგან რადგან ხალხს უყვარს შენი გონება, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი შენს სხეულსაც მოისურვებენ. 30 ცენტი. ორი ბილეთი. სიყვარული. შენზე ფიქრებით დამძიმებული ავტობუსში ავედი, ორ ბილეთში 30 ცენტი გადავიხადე. და იმ წამსვე მივხვდი, რომ ვმგზავრობდი სრულიად მარტო. * * * მე მაქვს ტუალეტში 75 ვატიანი კაშკაშა ნათურა. ორი წელი მიიწურა, რაც ამ ბინაში მარტო ვცხოვრობ. ჩემი ნათურა კვლავაც ანათებს. დავრწმუნდი, რომ მას უზომოდ ვუყვარვარ. მოლოდინი თითქოს წლების წინ ყვავილთა კონა კოცნით მოვწყვიტე მისი ბაგიდან და ჩემ გულში ჩავდე ფერად ლარნაკში. მოლოდინი კი ამისთვის ღირდა. რადგან მიყვარდა. შეყვარებული ბავშვები მე ვარ მთვრალი ცისარტყელა. შენ ხარ შეშინებული მთვარე. ყოველივე ეს არის ერთ ბავშვში. ივსება შემოდგომის ცივი ღამე. სურათი - 4 მატარებლის ორი ბილეთი. მგზავრობა არსაიდან - არსაით. დროის სიკვდილი ეს დღეც დადგება, როცა მოკვდება დრო და მას დაასაფლავებს სიყვარული. მთვარე ჩვენს წინააღმდეგ, როცა ჩვენ კვლავ ერთად გვძინავს ვზივარ და ვისვენებ, ისე ვარ, როგორც მუხანათი ბოროტმოქმედი რომანის პერსონაჟებიდან. როგორ შემაფასებთ, ეს თქვენი ნებაა, ბარემ აქვე გაგიმხელთ, თქვენი უბედურების მიზეზი მე ვარ. ამით მე აღვასრულე რაღაც უჩვეულო და მნიშვნელოვანი, რადგან ჩემი შინაგანი თავისებურება არის თავისუფლება. გაგიმხელთ, მარტივად შეიძლება ყოველთვის რაღაც კარგად დასრულდეს ცხოვრებაში, სუფრასთან ბოლომდე თუ დარჩებით, დამაჯერებელ სიტყვას თუ იტყვით. მე მაქვს შნო, რომ თქვენთან ერთად მთვარით დავტკბე, თქვენ შეგეძლოთ, მაგრამ მარტო არ დამტოვეთ მე, ჩასვენებული მის დუმილში. ყურე მას მერე, რაც სიყვარულის ძლიერმა ღელვამ გაგვყარა ერთმანეთს მისმავე ნელმა ტალღებმა შეგვაჯახა ერთმანეთს კვლავაც და ყურეში დავრჩით, მან კი არ იცის, სად არის ბოლო შენი სხეულის და სად აქვს სათავე ჩემსას. ჩვენ ძვლებს შორის დაცურავენ თევზები და ჩვენ შედედებულ სისხლში ზღვის ფრთოსნები გვეძახიან. მეორე სამეფო მუდამ მშვენიერია სანახევროდ ყველაფერი, ვარსკვლავების მეორე სამეფოში. შენი ხელის მტევნები ანგელოზები არიან. სასიყვარულო ღამის შემდეგ ნეტარებით, რომ ჩაეძინათ. შენი თვალების ჩურჩული - ქარების მიერ, ვარსკვლავებიდან ჩამოფრენილი ფიფქების ბრილვა. შენი თმა ღვთისგან დაწნული ყვავილების ფერია. ვარსკვლავების მეორე სამეფოში. შენ ხარ ერთადერთი. უკანასკნელი მოგზაურობა გარდაიცვალო - ნიშნავს ავტოსტოპით ჩახვიდე უცნობ ქალაქში. სადაც წვიმს, სიცივე ძვლებამდე გატანს და
თარგმნა: ზაალ ჯალაღონია ენიგმა ჰანს ვერნერ ჰენცეს არიოზოს ეპოქიდან აღარაფერი იქნება ქვეყნად, არ ყოფილა, არც განმეორდება. ამას გვაუწყებს კალენდარულ დღეების სრბოლა. ის, რაც მშვენიერ საზაფხულო სახელს შეირგებს, ვაი, რომ ისიც აღარ იქნება. ნუღარ ქვითინებ. დაფარული ამბობს მუსიკა. გულის სიღრმიდან სხვა აღარავინ, აღარას ამბობს.. * * * ბაგე, ჩემს ბაგეში, რომ გამოიძინა. თვალი, ჩემი თვალის ნაკვალევს რომ გამოყვა. ხელები და თვალებიც მე რომ გამროზგეს, ბაგე, განაჩენი რომ გამომიტანა. ხელი, რომელმაც დამსაჯა მკაცრად.
