e
თანამედროვე ლიტერატურა Tag
  /  Posts tagged "თანამედროვე ლიტერატურა"

ზღვასთან დადის ერთი დაცენტრილი კაცი. ანდაც რას დადის, ზის და იყურება, როგორც კაატინგაში დაკარგული სალოსი ესტებანი. ხანდახან ჩუმად იყურება, ზოგჯერ კი,  რაღაცეებს ბურტყუნებს კიდეც. ორი წელია კენტად მოთევზავე კაცს ვერ ნახავ თემქის წყალსაცავის უკაცრიელ ნაპირებში. შეშინდნენ მეთევზეები. გიჟი თავისუფალიაო ამბობენ. რომც არ იყოს თავისუფალი, მაინც გვეშინიაო.  თავისთვის რომ ლაპარაკობს მაგისიც გვეშინიაო, იმიტომ, რომ რიბაკები ცრუმორწმუნეებიც ვართ და მისტიკური