e
პოულ ცელანი Tag
  /  Posts tagged "პოულ ცელანი"

მთარგმნელი ზაალ ჯალაღონია   სიკვდილის ფუგა შავი რძის შხეფები ალიონისას. რომელსაც ხარბად ვსვამთ შეღამებისას. მრუმე ღამითაც ჩვენ მას ვეწაფებით დილით, და შუადღისას. ჩვენ მას ყოველთვის ხარბად ვისრუტავთ. საკუთარ საფლავებს ჰაერში ვითხრით, რადგან იქ ადგილი ყველას გვეყოფა. კაცი ცხოვრობს თავის სახლში და გველებს ეთამაშება, კაცი შუალედებში წერს. წერისას ბნელდება გერმანიაში. მივსტირი შენს ოქროს თმას მარგარეტ. ის წერს. გამოდის გარეთ. ვარსკვლავებს ისევ ღვიძავთ ცაში. ბნელ ჩრდილებს დასდევს ძაღლების ხროვა. ვარსკვლავი გვიხმობს, ებრაელებო, გამოდით გარეთ, ყველამ გათხარეთ თქვენთვის საფლავი და მოემზადეთ,