e

როლან ბარტი Tag

თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი საერთო ბუნების არიან. ჩარლი ყოველთვის წარმოიდგენდა პროლეტარს ღარიბის საბურველში, აქედან მოდის მისი სახეხატების განსაკუთრებული ადამიანურობა და ამავდროულად, მათი პოლიტიკური ორაზროვნება. ეს კარგად ჩანს მის შესანიშნავ ფილმში “ახალი დროება”. აქ ის გამუდმებით ეხება