e

ბუჯედრა Tag

თარგმნა გიორგი კობახიძემ   ლექსები კრებულიდან «Pour ne plus rêver», ალჟირის სახალხო არმიის გამომცემლობა.   ალჟირი, 1965     კაფე   შევიძინე სიგარეტის კოლოფი გაზეთი და მზის სხივი და მივუჯექი მაგიდას ტერასაზე უზარმაზარ კაფეში   შევუკვეთე ყავა და დავალაგე ჩემი სიგარეტის კოლოფი ჩემი გაზეთი ჩემი მზის სხივი და ჩემი ყავის ფინჯანი თანმიმდევრულად კარგად მოვეწყე ჩემს სავარძელში და დავიწყე კითხვა მშვიდად წამიერად დავხედე ჩემს სიგარეტის კოლოფს ჩემს გაზეთს ჩემს მზის სხივს ჩემს ფინჯანს რიგში განლაგებულს და ვიფიქრე ხომ არ ვარ რევოლუციონერი.       ალფაბეტიზაცია   რას ემსახურება ჩემი ლექსები თუ ჩემსას ვერ კითხულობს დედა? დედა არის ოცი წლის მას აღარ სურს ტანჯვა ის მოვა