e

გაზეთი პოეზია Tag

*** წახვედი? - მომწერე. წაიკითხე - წავედი. ვისთვისაა შეუძლებელი ისწავლოს უჩემობა? უჩემობა ისწავლოს შეუძლებლით. თქვი: საცხოვრებელი კვარტალებისკენ მიჰქონდათ შენი აქნილი სხეულის ნაწილები და შენი ძვლები სადარბაზოებში ერთხმად მიმღეროდნენ. მუსიკის მოყვარულმა შენიშნა რომ ვიღაც ურევს. რომელი შეჩერდება? სიმღერას რომელი შეწყვეტს? თქვი: ცა გატყავებული ხორცია, ბუზანკლიანი, სისხლის წვეთი ჩემ წინ დაეცა. რა უკაცრიელია შადრევანი. რა უსამაროა სასაფლაო. ნეტავ ბავშვები ჩნდებოდნენ - დაიზრდებიან, დაიხოცებიან. თქვი: მამაჩემი დედაჩემთან არ დაწოლილა. დედაჩემს მუცლით არ ვუტარებივარ. ორმოცი წლის ვშვი ჩემი თავი ჩემივე