(პოემა) 1. ვისი ტანკები დაიკავებს ამ ფართე გამზირს? ვისი ხელები მოიქნევენ ბოლოჯერ დროშას? შიში, რომელსაც სკამს ვაცლიდით, ჯერ ისევ აქ ზის, სულის შებერვით რომ გვათბობს და სიცივით გვთოშავს. როცა კორდონთან შიში ამბობს - „ხელი გამიშვი!“ როცა წასული გეგონა და უკან დაბრუნდა, ნახელკეტარი ყველა ნეკნი არის - კლავიში, რომელზეც რეჟიმს სხვა მუსიკის დაწერა სურდა. მაგრამ ნოტები შენს ხელთაა, ამიტომ სხვა ხმით იმღერე ისე, რომ გაიგოს მთელმა უბანმა, გაიგონ იმათ, ვინც დარაჯობს - მარცხნივ ან მარჯვნივ, გაიგოს ყველა სახიერმა, თუნდაც უგვანმა. რომ თუ ახალ ხმას
