e
ლირიკა Tag
  /  Posts tagged "ლირიკა"

(პოემა) 1. ვისი ტანკები დაიკავებს ამ ფართე გამზირს? ვისი ხელები მოიქნევენ ბოლოჯერ დროშას? შიში, რომელსაც სკამს ვაცლიდით,                                    ჯერ ისევ აქ ზის, სულის შებერვით რომ გვათბობს და                                   სიცივით გვთოშავს. როცა კორდონთან შიში ამბობს - „ხელი გამიშვი!“ როცა წასული გეგონა და უკან დაბრუნდა, ნახელკეტარი               ყველა                     ნეკნი                         არის - კლავიში, რომელზეც           რეჟიმს                   სხვა                      მუსიკის                          დაწერა სურდა. მაგრამ ნოტები შენს ხელთაა, ამიტომ სხვა ხმით იმღერე ისე, რომ გაიგოს მთელმა უბანმა, გაიგონ იმათ, ვინც დარაჯობს - მარცხნივ ან მარჯვნივ, გაიგოს ყველა სახიერმა, თუნდაც უგვანმა. რომ თუ ახალ ხმას