თარგმანი ანრი კიკნაველიძე I ის შუა ზამთარში გაუჩინარდა: ნაკადულები გაყინული იყო, აეროპორტები თითქმის ცარიელი, და ძეგლებს თოვლი ამახინჯებდა; ვერცხლისწყალი კი თითქოს ჩავარდა მომაკვდავი დღის ღია ხახაში. ყველა ხელსაწყო, რაც გაგვაჩნია, თანხმდება, რომ მისი სიკვდილის დღე იყო ბნელი და სუსხიანი. შორს მისი სნეულებისგან გარბოდნენ მგლები მარადწვანე ტყეების გავლით, გაუთლელ მდინარეს ვერ ხიბლავდა მაღალი წრის ნავმისადგომი; მგლოვიარე ენებმა პოეტის სიკვდილი დაუმალეს მისივე ლექსებს. ხოლო მისთვის ეს თავის თავად ყოფნის ბოლო საღამო იყო, საღამო ექთნების
