e

პროზა Tag

წვიმამ გადაიღო, გუშინდელი ღრუბელი ქარმა აკრიფა და აღმოსავლეთისკენ წაიღო. დილით ის ქარიც ჩადგა. მზემ სათონის კედელი გაათბო. გაბომ შინიდან სკამი გამოიტანა, დაიდგა და ზედ კვნესით დაჯდა. შინ მარტო იყო, ბიჭი ქალაქს წავიდა, ცოლი - ვენახში. იჯდა და დაღონებული, ნატანჯი სახით დასჩერებოდა წვიმის წყლისაგან გათქვარულ მიწას. მთელი ღამე არ დააძინა გულმა, მთელი ღამე სიკვდილზე იფიქრა. ახლა იჯდა და უყურებდა, როგორ