e
ცვეტაევა Tag
  /  Posts tagged "ცვეტაევა"

თარგმნა მარიამ მახარაძემ   ვლადიმერ მაიაკოვსკი შინ შემოხვედი ისე მკაცრი, მეუბნებოდა ეგ სიმკაცრე “ ადექი წადი!” ზამშის ხელთათმანს აწვალებდი მოუხეშავი, მერე აცხადე: “ვთხოვდები, (გტოვებ).” არაფერია. მოვიკრებ ძალას. მშვიდი ვარ ძლიერ-დამაკვირდი! ამგვარად მშვიდი მკვდრის პულსი იყოს შეიძლება, მხოლოდ და ზოგჯერ.   სერგეი ესეინინი მშვიდობით ჩემო მეგობარო, ნახვამდის, კარგად. ძვირფასო - ჩემი გულის სიღრმეს მიკრული რომ ხარ, იცოდე, განზრახ გადაწყვეტილ ამ განშორებას, ჩემთვის პირობა ხელახალი შეხვედრის მოაქვს.   ნახვამდის ჩემო მეგობარო, ხელის ან სიტყვის გარეშე და გთხოვ, შუბლი სევდას ნუ