e
იანვარი 2025
  /  2025 (Page 12)

თარგმნა ვალო ჩაჩუამ   *** რატომ აღიმართება ჩემი აკლდამის შუაგულიდან ალი სიკეთის და ალი ალერსის ყველასაკენ მიისწრაფვის, და გაუწოდებს ხელსა და ტოტებს თვალუწვდენელი უფსკრულისაკენ რატომ გაურბის ყოველივე სიმაგრეებს და ამავდროულად ფესვებით ძლიერად ეჭიდება მიწას, შენ რომ გარბოდე ვერ გაბედავდი, ან შენი გაშვება არაფერს სურს. რატომ ვარ სიკეთით მოსილი, მაშინ როდესაც არსი ჩემი ბოროტებაა. რატომ ესწრაფვის ყველა შენგან გამომავალი მხოლოდ მკვლელობას თუ ეს შენი ბრძნული კანონია, მაშინ ორივე შემთხვევაში ყვავილთა საფარით შემოსვა ძალგიძს მაშ ბრძენი ხარ და ბოროტი იცავ

თარგმნა ვალო ჩაჩუამ   არის თუ არა მსგავსება წარსულში? ერთი მატარებელი, რომელიც მიქრის, მოძრავი ფიგურები, დევნები, ადევნებები - პირველ კინოლენტებში. გასულიერებული სიბრტყე უკვე სიამოვნებას გვანიჭებდა. მაყურებელი მოხიბლული იყო კინოს შესაძლებლობით ზუსტად გადმოეცა მოძრაობა, ამიტომ კინოსურათების საწყისი დაფუძნებულია პინკერტონებით სავსე ქუჩებისა და რევოლვერებიანი რომანების ჟანრზე. კულისების ნაძირლები ეკრანზე იმანჭებიან - პირი ოდნავ კი არ იღებოდა, არამედ - სრულად, კი არ იცინოდნენ, - ხარხარებდნენ, კი არ დადიოდნენ,

თარგმნა დავით ჩიხლაძემ   1961 (ფილმის საუნდტრეკი)   ჩვენ არ ვიცით რა ვთქვათ. მეორდება სიტყვების თანმიმდევრობა; ჟესტები ამოცნობილია. ჩვენს გარეთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მეთოდი ათვისებულია, ზოგიერთი შედეგი მოწმდება. ხშირად ეს სახალისოა. მაგრამ რამდენი რამ არის, რაც ჩვენ გვინდოდა და არ იქნა მიღწეული, ან მხოლოდ ნაწილობრივ და არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. როგორი კომუნიკაცია გვინდოდა, ან განვიცადეთ, ან მხოლოდ ვასიმულირეთ? რომელი რეალური პროექტი

თეატრის ორმაგი პოლარიზაცია და კარლ ვონ კლოუზუვიცის 'მცირე ომი'     „მეტად ძლიერ მტერთან შერკინებისას, პარტიზნები მაშინ იხევენ უკან, როდესაც ის შეტევას იწყებს; არ ასვენებენ მას მაშინ, როდესაც ის ჩერდება; უტევენ მაშინ, როდესაც იღლება და მისდევენ მაშინ, როდესაც ის უკან იხევს. პარტიზანულ სტრატეგიაში მტრისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს მისი უკანა მხარე, ისევე როგორც მისი ფლანგები და სხვა სუსტი წერტილები. სწორედ მანდ

I ქალაქი გამყოფ ხაზებზეა აგებული თითქოს ქუჩები იცავენ წესრიგს. კედლები წარმოთქვამენ სიტყვებს. აქ - მორჩილება. იქ - ამბოხი. ფუნქცია განსაზღვრულია. ჰორიზონტის ზოლი - წაშლილი. გვრჩება ყრუ კითხვა: „რა დევს კედლის მიღმა?“ კედელი არასდროს იტყვის: „მე დროებითი ვარ“ ქვანადებების გროვა.   II ვინ აშენებს კედელს? ვისია აგური, ვისია ცემენტი? ვინ ჩასჭიდა ნიჩაბს, ვინ გაჭრა მიწა, ვინ ჩაუყარა საფუძველი? ვისაც მეტი აქვს საკუთრება, მისი კედლებიც უფრო მაღალია.   III კედელი ზღუდავს მაგრამ ასევე ადასტურებს.   IV კედელი შესაძლოა უეცრად აღიმართოს ჩვენ ცხვირწინ გადაცმული გადაუდებელი აუცილებლობის გრძნობაში. რა დროსაც კედელი განსაზღვრავს დროს და

*** წახვედი? - მომწერე. წაიკითხე - წავედი. ვისთვისაა შეუძლებელი ისწავლოს უჩემობა? უჩემობა ისწავლოს შეუძლებლით. თქვი: საცხოვრებელი კვარტალებისკენ მიჰქონდათ შენი აქნილი სხეულის ნაწილები და შენი ძვლები სადარბაზოებში ერთხმად მიმღეროდნენ. მუსიკის მოყვარულმა შენიშნა რომ ვიღაც ურევს. რომელი შეჩერდება? სიმღერას რომელი შეწყვეტს? თქვი: ცა გატყავებული ხორცია, ბუზანკლიანი, სისხლის წვეთი ჩემ წინ დაეცა. რა უკაცრიელია შადრევანი. რა უსამაროა სასაფლაო. ნეტავ ბავშვები ჩნდებოდნენ - დაიზრდებიან, დაიხოცებიან. თქვი: მამაჩემი დედაჩემთან არ დაწოლილა. დედაჩემს მუცლით არ ვუტარებივარ. ორმოცი წლის ვშვი ჩემი თავი ჩემივე