e
მაისი 2025
  /  2025 (Page 6)

Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო აპლიკაციების უსასრულო მორევში. ანგელოზური სევდით მორთული თეთრეული – კეთილი იყოს ქალურობის გაზაფხულობა. წვნიანი ვნება, წითელი ხალიჩის ეროტიული მელანქოლია. შუშხუნა ოფლში ამოვლებული თეძო ქალაქების თეთრ ბინებში დაიარება და თან დააქვს გადანასკვულ სხეულთა ცეკვა. ხარბი თვალები დაჰყვებიან ობობების მოქსოვილ კაბას,

    მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს - ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები - ათასწლოვანი ეს ხეები სიღრმეებიდან და მარადიულ იავნანებს მღერენ ქარები. ქარები

თარგმნა ნენე გიორგაძემ   საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ. და ეს ხდებოდა   თოვლიანი საფარის ზუსტად შუაგულში, რომელიც იყო დასავლეთით უსწორმასწორო, გარემოცული გაუყინავი ჭაობებით და ყავარჯნებზე მდგარი ხეებით და რკინიგზის ქალადალეწილი რამდენიმე ნახევარდაზგით, და ყოველ მათგანს ჭუჭყიანი თოვლის ქუდი ეხურა თავზე, ზოგს ორმაგი, ზოგსაც - სამმაგი. იმ დღეს გაჩერდა დრო,   საათები არ მოძრაობდნენ და სულები უფანრებო მატარებლების აღარ დაქროდნენ ლიანდაგებზე ნაცრისფერი

ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია რომ სიმღერა „სულიკოს“ ავტორი ვარინკა წერეთელია, თუმცა ცოტამ თუ იცის რომ წერეთელი მისი მეუღლის გვარი იყო და თვითონ ბარბარე მაჭავარიანი გახლდათ. ბარბარე მაჭავარიანი დაიბადა 1874 წელს გვიტია აგიაშვილისა და სპირიდონ მაჭავარიანის ოჯახში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში. როგორც ლეილა გაფრინდაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილიდან ირკვევა გოგონა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, განსაკუთრებული მუსიკალურობის გამო, ზინაიდა ვორობეცს (ფილიმონ ქორიძის

იქ, აფთიაქთან, სისხლნაკლული ვიგინდარები გულისწასვლამდე შესჩხავიან ფერწასულ ქალაქს. შენ კი მიდიხარ, ისე ფინთად მიემგზავრები, თითქოს ვიღაცა გუდანაბადს გიკრავდეს ძალად. აღმოხდების მზე, ეკლესიის ზარი ჩამოჰკრავს, მზე ნისლებიდან ექოსავით აღმოცენდება როგორც დამზრალი ორიდეა. იგი ჩამოჰგავს ჭკუასუსტ ბალღის დეგეროტიპს