e
თანამედროვე ქართული პოეზია Tag
  /  Posts tagged "თანამედროვე ქართული პოეზია" (Page 3)

1 ამ სარდაფებში გაკრთებიან სინათლეები, შორით დახშული ხმებიდან რომ გამოაღწევენ და სახეცვლილ მოგონებებად რომ შერჩებიან დასაბუდებლად შეყუჟულ სხივებს. ჩემი მხარეა ამოსავსები, ის ნაპრალები სადაც უკვე ვეღარ ვიცხოვრებ, სადაც საათი წამებს არა, საათებს ითვლის, სადაც დამათოვს, როგორც მიწას, როგორც ესკიმოსს. თუ გამომყვები ამ ბილიკებზე, ვერ ვდებ პირობას რომ ჩვენ ყველანი დავბრუნდებით თბილ იურტაში და ყოველდღიურ პრობლემებთან ერთად ვიბრძოლებთ. ეს ჩემი ფერადი ნაგებობაა, რომლის სართულებს არც კი ვიცნობ, ხოლო შესასვლელს გადმოგაბარებ, როგორც თვალის

*** ყველა შვილი რომ დაიძინებს, (ან მთაზე ავა, საიდანაც ბრუნდებიან მხოლოდ მამები), ცხელი სიმართლით ამოგივსებ გუგებს, რომლებშიც ერთ დროს პეშვით ნაცარს გაყრიდი. ხშირად იხსენებ - მქონდა თევზის თვალის ჭრილი და ნაიარევ სახეს გიშვერდი, რომ დაგენახა, როგორ ვხდებოდი მეტაფორა - ქალის, რომელიც შვილი იყო და არ ეძინა, დღის სინათლეზე დნებოდა ხოლმე. საათობით გაშრებოდა თითებზე ცვილი და გზად, სადაც კი ხელს ჩასჭიდებდი ბოძს - (ფეხზე მყარად ასე იდექი) ანაბეჭდივით გადაგყავდა ქალი თითებით მეტროს ვაგონში, ბარათებზე, წიგნებზე - ყველგან, სადაც

I ქალაქი გამყოფ ხაზებზეა აგებული თითქოს ქუჩები იცავენ წესრიგს. კედლები წარმოთქვამენ სიტყვებს. აქ - მორჩილება. იქ - ამბოხი. ფუნქცია განსაზღვრულია. ჰორიზონტის ზოლი - წაშლილი. გვრჩება ყრუ კითხვა: „რა დევს კედლის მიღმა?“ კედელი არასდროს იტყვის: „მე დროებითი ვარ“ ქვანადებების გროვა.   II ვინ აშენებს კედელს? ვისია აგური, ვისია ცემენტი? ვინ ჩასჭიდა ნიჩაბს, ვინ გაჭრა მიწა, ვინ ჩაუყარა საფუძველი? ვისაც მეტი აქვს საკუთრება, მისი კედლებიც უფრო მაღალია.   III კედელი ზღუდავს მაგრამ ასევე ადასტურებს.   IV კედელი შესაძლოა უეცრად აღიმართოს ჩვენ ცხვირწინ გადაცმული გადაუდებელი აუცილებლობის გრძნობაში. რა დროსაც კედელი განსაზღვრავს დროს და

*** წახვედი? - მომწერე. წაიკითხე - წავედი. ვისთვისაა შეუძლებელი ისწავლოს უჩემობა? უჩემობა ისწავლოს შეუძლებლით. თქვი: საცხოვრებელი კვარტალებისკენ მიჰქონდათ შენი აქნილი სხეულის ნაწილები და შენი ძვლები სადარბაზოებში ერთხმად მიმღეროდნენ. მუსიკის მოყვარულმა შენიშნა რომ ვიღაც ურევს. რომელი შეჩერდება? სიმღერას რომელი შეწყვეტს? თქვი: ცა გატყავებული ხორცია, ბუზანკლიანი, სისხლის წვეთი ჩემ წინ დაეცა. რა უკაცრიელია შადრევანი. რა უსამაროა სასაფლაო. ნეტავ ბავშვები ჩნდებოდნენ - დაიზრდებიან, დაიხოცებიან. თქვი: მამაჩემი დედაჩემთან არ დაწოლილა. დედაჩემს მუცლით არ ვუტარებივარ. ორმოცი წლის ვშვი ჩემი თავი ჩემივე