e
პრიგოვი Tag
  /  Posts tagged "პრიგოვი"

თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ნენე გიორგაძემ   დიმიტრი პრიგოვი – ოთხმოციანი წლების რუსული პოეტური ანდერგრაუნდის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ორიათასიანებში აქტუალური ხელოვნების ლიდერი ხდება. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, არის არა მხოლოდ პოეტი, არამედ დრამატურგი, რომანისტი, მხატვარი, არტისტი და ხელოვნების თეორეტიკოსი. დიმიტრი ალექსანდროვიჩ პრიგოვისათვის (ДАП), ტექსტი მხოლოდ ნაწილია ერთი დიდი პროექტისა, რომელსაც თავად დაარქვა "პროექტი დ.ა.პ." პრიგოვის შემოქმედებას უნდა შევხედოთ, როგორც

თარგმნა შოთა პაპავამ   *** ვთქვათ, თუ არის პროდუქტები, მაშინ სხვა რამე არ არის. ვთქვათ, თუ სხვა რამე გამოჩნდა, მაშინ პროდუქტი არ არის. თუ არაფერი არ არის, არც პროდუქტი, არც სხვა რამე, მაინც რაღაცა ხომ არის, აი ხომ ვცხოვრობთ, მაინც ვმსჯელობთ…     *** როცა საგუშაგოზე დგას მილიციელი, მას ვნუკოვომდე სივრცე ეშლება, დასავლეთ-აღმოსავლეთით იხედება მილიციელი და მას იქით სიცარიელე გადაიშლება და ცენტრი სადაც დგას მილიციელი - მასზე ხედი ყველა მხრიდან გადაიშლება. ყველა კუთხიდან ჩანს მილიციელი- აღმოსავლეთიდან ჩანს მილიციელი, სამხრეთიდანაც ჩანს