დიმიტრი პრიგოვი – ლექსები

თარგმნა შოთა პაპავამ

 

***

ვთქვათ, თუ არის პროდუქტები,

მაშინ სხვა რამე არ არის.

ვთქვათ, თუ სხვა რამე გამოჩნდა,

მაშინ პროდუქტი არ არის.

თუ არაფერი არ არის,

არც პროდუქტი, არც სხვა რამე,

მაინც რაღაცა ხომ არის,

აი ხომ ვცხოვრობთ, მაინც ვმსჯელობთ…

 

 

***

როცა საგუშაგოზე დგას მილიციელი,

მას ვნუკოვომდე სივრცე ეშლება,

დასავლეთ-აღმოსავლეთით იხედება მილიციელი

და მას იქით სიცარიელე გადაიშლება

და ცენტრი სადაც დგას მილიციელი –

მასზე ხედი ყველა მხრიდან გადაიშლება.

ყველა კუთხიდან ჩანს მილიციელი-

აღმოსავლეთიდან ჩანს მილიციელი,

სამხრეთიდანაც ჩანს მილიციელი,

ზღვიდანაც კი ჩანს მილიციელი,

ციდანაც კი ჩანს მილიციელი,

მიწიდანაც კი…

არც იმალება- ეგ არ შეეშლება.

 

 

***

აი, ვბრაწავ კოტლეტებს,

ბულიონსაც ვადუღებ,

იყოს, ხომ არაფერს ავნებს,

მე კი ფანჯარას ვაღებ

ეზოსკენ და მერე ცაში

გადავხტები, გავფრინდები

გავფრინდები, დავბრუნდები

შევჭამ თუკი მომინდება.

 

 

***

მე ცოტა ძალიან დავიღალე,

ალბათ იმიტომ რომ დავიღალე,

ჩემთვის ვცხოვრობდი, არ ვიღლებოდი

ეხლა კი, აი რაღაც დავიღალე.

ჯამში იმისგან თუ დავიღალე,

ან და ამისგან თუ დავიღალე,

და ამის მერე სიმღერებს მღერიან.

თურმე, ჩვენთან, ქვეყანაში არ იღლებიან…

 

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *