ბოლო ჩანაწერები

გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც თბილისის ქუჩებსა თუ სახელოვნებო სივრცეებში ქართველი ფუტურისტები გამოჩნდნენ, რუსულ ფუტურიზმში უკვე ორი ძირითადი მიმართულება იკვეთებოდა: მაიაკოვსკის „ორკესტრული პოეზია“ და ხლებნიკოვის „ზაუმი“. ახალგაზრდა პოეტების ასპარეზზე გამოსვლამდე, თბილისს უკვე გამოვლილი ჰქონდა ინტერნაციონალური სინდიკატი „41°“, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ დასავლური ხელოვნების ისტორიაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფუტურიზმი შედარებით გვიან ჩამოყალიბდა, სიმონ ჩიქოვანის, ნიკოლოზ ჩაჩავას, ნიკოლოზ შენგელაიას, ჟანგო ღოღობერიძის, აკაკი ბელიაშვილისა და სხვათა მოღვაწეობამ ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში გამორჩეული ფურცელი დაწერა. მათ გამოსცეს ისეთი მნიშვნელოვანი გამოცემები, როგორიცაა ალმანახი „H2SO4“ და ჟურნალი „ლიტერატურა და სხვა“. წინამდებარე პუბლიკაციაში გთავაზობთ ნიკოლოზ ჩაჩავას ფუტურისტულ ლექსებს — ქართულენოვანი „ზაუმის“ საუკეთესო ნიმუშებს.
აღსანიშნავია, რომ სტალინური რეპრესიებისა და დამოუკიდებელი სახელოვნებო ჯგუფების აკრძალვის შემდეგ, ჩაჩავას შემოქმედებითი გეზი შეეცვალა და საბავშვო ლექსების წერაზე გადაერთო.

 

 

შანდი და შროშანა

შარდალს შორდება ძილი

ძილდინა გაგულისდა.

დღისური ქანდაძილი

მთვარეზე გასულისდა.

გოგონა მოგონა ხანძარი

სოფელი მოფოლა. მოშარა.

თანსურდა სურდული – ხვანჯარი

თანშურდა შანდი და შროშანა.

 

ხისმანდური

ხვალი

უტირალუ

ინგი

მონალინგი

არჩა

ხაბალარჩა.

 

ჰაეროდრომზე

ქარს ქონდა

ფრთა

ფრინდალი

ქარი გაფრინდა

ქარს გაყვა

         ცინდალი

ერთი ციდა.

 

მონადირეთა

ხერი

ხელზე.

ხეზე კოდარა

კოდიდარი

არაქონდარა.

მკერდი

ხერდი

ქონდარს წიბური

ეგდო

ხენდრო

ერდო წიდური.

 

შელოცვა მთვარისეულებს

ალთა

ბალთა.

ბარიბართუბართა.

ჯაჭვი ჯაჭვნადური

ქალდინადური.

დარი ნატყუბარი

ხრა ნაგუბარი.

სულადი უწმინდური

ხარდინადური.

 

კონტრასტები

ხელი

დღევდებოდა.

ხელი

ხევდებოდა.

გული

ნამკერდული.

გული

გაგულდული.

ხანი

ხანდებოდა.

შანი

შანდებოდა.

          თვირისეული

          თვირისიანი.

 

აბრეშუმი თირისტარზე

1.

აბრეშუმი შუმი

მაბრეშუმე.

შარა

მარდათ

დამიდაბრეშუმე.

თირისტარი აგებული

გუბე გობი

გუბე დამიდაგებულე.

 

2.

თვალი მრუდე

თვალი

ბრალი

განგებ აბეზარებული.

ფარჩა ნორჩი

ოქროთ

ოქრო

უხვად გამიდარებული.

 

ხელხვავი

ტარო უდარო.

ტარო უტარო.

ბღერი და სკიპიდარი

ტარო ნასიმიდარი

სინდიოფალა

ჩალა ნაჩალევი

ხმელი ნაძალევი.

გოდორი გორიცა.

გოდორი ოდიდან.

ნაგულა ნასიმიდარი.

მეხრე და სკიპიდარი

სინდიოფალა

ღამე ღამისა

ხმა საყდარისა.

სიმინდი სინდისელი.

შკერი და შვინდისელი

შვინდისოფელა

ტარო უდარო.

ტარო უტარო.

ბღერი და სკიპიდარი

ტარო ნასიმინდარი.

სინდიოფალა

 

მზეთუნახავი ხაო

ხერეხეილ ხელდეირა

იოდა შარაული.

ცხენები.

ცხრათვალა უნაგირი

გირები

გირიალ

გიალუ.

მზეთამზე სამზირალი

არჩენილი იაყარა

გარსივიდ არძილ

მანძილსკნელები.

ზაკვარმა რაიჩემა

მოვარჩენ რედოფალსო

ქალბანა

არდაშხანი

თანდუხათაია.

კლდე ღრე ნაღერღალი

ხრამი ნაღერდალი —

რა მთას დაეჯახა

ციხელიუვა.

ციცაბო არიწილ

გარსივიდ არძილ

მანძილსკნელები

სიპი ახერხილი

იშკირა იატახა

მზეთუნახავი ხაო.

ხელეხილ ხალდეირა

იოდა შარაული

ცხენები უთვალო. უუნაგრო

აღვირი. გირიალ. გიალუ.

 

ზღაპარი ცხრამთასიქით

ჯიხუ ხე რქა

ჯიხუ ფეხუ ფეხი.

ღრუ

ღრე

ხრე

ქორაბუდე.

ხავი ხევი ხმა

ხამი ხავი ხვავი

მოლაღური.

ღრუ ღარი

ღელე ღულე

თურმე ხავსი.

სური ნასურდალი

იქაო.

ცა ბინაშური

ცა მოშინადრე —

ხრიოკი ცინათია.

მთვარე გადმოისვრის

ცა აშენდება

ღრუ.

ღრე ხრე

ავისულები

ავნარები

ცხრამთას იქით.

ქაჯი თხაჟანგი

ქაჯი თხვერიმო

ნათხულარი ეშარადე.

შარდი ნათხულარი

ხულარი მაშარადი

შარხულა

დოფალა უჩინარი

ხეები უძინარი

ხიარულე

დურები დორბოში

ურემი ორმოში.

ორმო ქვესკნელში.

ქვესკნელი ადუღდება

ქვა მოაბინაურე

გინდარა

დარი ნაშურდალი

შურდული ნაქურდალი

დურღულო.

ღულარა გულღაური

აბლაბუდა.

ბუდეში მორბი

გიდელი დორბლი

მორბილე.

 

ტორუა

ტორუა. ტოროლა:

ტორუა და ტორი.

ტორუა ღრუბლებს აკიდებს ბარგს.

გოგო ტანსარო,

გოგო ტანმარდი

ფეხდაფეხ მისდევს მოგერილ აბრაგს.

აბრაგი უღრანს ფეხით გადივლის

ტორუა ტირის,

ტირილი ტრიალს.

მზე გარემოვა, მზე გიდელივით

გორზე გაელავს,

გორს გააგრილებს.

ტორუას ხეებს მეხი გადახევს —

მეხი მოხევე,

მეხი ხნიერი

ჰაერი ჰაერს ცხრა მთას გადახვევს

მზე გზად ნაფიცი —

გზა ნახიერი.

 

ძილგატეხილის

მორბოდენ თენდები

ბადრი და ბრალდება.

ძილო გათენდები

ძილი ძირიანდება.

ღამე ღამისებრი

გუგა დადგისული.

ძილო ძილს ნუ ებრძვი

ღამევ დადღისულო.

გაფრენენ ფრენდები

უფრო და ფლანდება.

ძილო ნუ გათენდები,

ძილო გაძილიანდი.