e
თარგმანი
  /  თარგმანი (Page 3)

თარგმნა: ზაალ ჯალაღონია ენიგმა ჰანს ვერნერ ჰენცეს არიოზოს ეპოქიდან   აღარაფერი იქნება ქვეყნად, არ ყოფილა, არც განმეორდება. ამას გვაუწყებს კალენდარულ დღეების სრბოლა. ის, რაც მშვენიერ საზაფხულო სახელს შეირგებს, ვაი, რომ ისიც აღარ იქნება. ნუღარ ქვითინებ. დაფარული ამბობს მუსიკა. გულის სიღრმიდან სხვა აღარავინ,   აღარას ამბობს..   * * * ბაგე, ჩემს ბაგეში, რომ გამოიძინა. თვალი, ჩემი თვალის ნაკვალევს რომ გამოყვა. ხელები და თვალებიც მე რომ გამროზგეს, ბაგე, განაჩენი რომ გამომიტანა. ხელი, რომელმაც დამსაჯა მკაცრად.

თარგმნა: ზურაბ გოცირიძე ყველა ცდა წარსულის გაცოცხლებისა თავისი უიმედობით ცხოვრების არსში წვდომის მცდელობებს წააგავს. თავს ჩვილად გრძნობ, რომელიც კალათბურთის ბურთის დაჭერას ლამობს, ის კი ხელიდან უსხლტება. ჩემი ცხოვრებიდან ბევრი არაფერი მახსოვს, რაც მახსოვს, არც ისე მნიშვნელოვანია. აზრთა უმეტესობის მნიშვნელობა, რომლებიც ოდესღაც მომსვლია თავში, იმ დროით შემოიფარგლება, როცა ისინი წარმოიშვა. თუ ასე არ არის, უეჭველია, რომ უკვე ვიღაცას შესძლებია მათი

თარგმნა: ანრი კიკნაველიძე   მაშ, მოდი, წავიდეთ, შენ და მე, სწორედ მაშინ, როცა საღამო გაიშხლართება ცაზე, როგორც ეთერით გაბრუებული პაციენტი მაგიდაზე; წავიდეთ, გავიაროთ ნახევრადდაცლილი ქუჩები, ერთღამიანი იაფი სასტუმროები, უძილო ღამეების მობუტბუტე თავშესაფრები და ნახერხმოყრილი რესტორნები ხამანწკის ნიჟარებით: ქუჩები, რომლებიც იწელება დამღლელი კამათივით რომელსაც ბოროტი განზრახვით მიჰყავხარ დაუძლეველ შეკითხვამდე

ერთსა და იმავე ცივილიზაციას შეუძლია ერთდროულად წარმოშვას ისეთი განსხვავებული მოვლენები, როგორიცაა ელიოტის პოემები და Tin Pan Alley -ის შლაგერები; ბრაკის ფერწერა და ჟურნალ “Saturday Evening Post” -ის გარეკანი. ეს ოთხივე ნიმუში კულტურის სფეროს ეხება და ერთი და იგივე კულტურის შემადგენელ ნაწილებსა და პროდუქტს წარმოადგენს. თუმცა, აქ მთავრდება მსგავსება მათ შორის. რამდენად ფართო უნდა იყოს კულტურის ხედვა, რომ თვალთახედვაში

თარგმნა მარიამ მახარაძემ   ვლადიმერ მაიაკოვსკი შინ შემოხვედი ისე მკაცრი, მეუბნებოდა ეგ სიმკაცრე “ ადექი წადი!” ზამშის ხელთათმანს აწვალებდი მოუხეშავი, მერე აცხადე: “ვთხოვდები, (გტოვებ).” არაფერია. მოვიკრებ ძალას. მშვიდი ვარ ძლიერ-დამაკვირდი! ამგვარად მშვიდი მკვდრის პულსი იყოს შეიძლება, მხოლოდ და ზოგჯერ.   სერგეი ესეინინი მშვიდობით ჩემო მეგობარო, ნახვამდის, კარგად. ძვირფასო - ჩემი გულის სიღრმეს მიკრული რომ ხარ, იცოდე, განზრახ გადაწყვეტილ ამ განშორებას, ჩემთვის პირობა ხელახალი შეხვედრის მოაქვს.   ნახვამდის ჩემო მეგობარო, ხელის ან სიტყვის გარეშე და გთხოვ, შუბლი სევდას ნუ

თარგმნა ანრი კიკნაველიძემ   I ო, დასავლეთის ქარო, სუნთქვავ შემოდგომისა, შენ, ვის უხილავ არსებასაც მკვდარი ფოთლები გაურბიან, ვით, აჩრდილნი ჯადოქრის ძალას.   ყვითელი, შავი, უფერული, ზოგან წითელი, ჭირიანთა სიმრავლეები: ო, შენ, ვინც ეტლით მიაგელვებ ზამთრისეულ სარეცელისკენ   ფრთიან თესლებს, ცივი, ჩუმი განსვენებისთვის, თითოეული, როგორც გვამი თავის საფლავში, ვიდრე შენი და, გაზაფხული ლაჟვარდისფერი,   არ დაჰბერავს თავის საყვირს მთვლემარე მიწას, (გადენის, როგორც საძოვარზე ფარას, ტკბილ კვირტებს) სიცოცხლის ფერით და სურნელით აავსებს მთა-ველს:   ველურო სულო, ყველგან მყოფო, ყველგან