თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე ასაკს არ აქვს დიდი ჭკუა ყმაწვილთა გუნდში, შუქი რომ გუშინ იხილა, სწამთ, რომ ჯაგლაგი, ყველა ჭარმაგი ბრიყვია. როცა დაღარავს მათ გულს ჭაღარა, იტყვიან: ნორჩი, ხმაწვრილი, ყველა ყმაწვილი ბრიყვია. მე, ვინც გახლავართ შუა ასაკის, მათ გავუმხელდი ამბავს გასაკვირს: ასაკს არ აქვს დიდი ჭკუა, ვინც ბრიყვია, ბრიყვია. გინდ ყრმა იყოს, გინდ ბაბუა – თუ ბრიყვია, ბრიყვია. ჯობს, დაზოგოთ ავი სიტყვა და ფიქრისთვის მოიცალოთ, გუშინ გაჩენილნო ბრიყვნო, ბრიყვნო ძველი დროისანო! თქვენ, პირუწვერო, გამოუცდელო ბრიყვებო, მამის საკიცხად რომ არ გაგიცვდათ სიტყვები, თქვენ, ხანდაზმულო, ვადაგასულო ბრიყვებო, შვილთა საკბენად რომ არ გაკლდებათ სიტყვები, მოკრძალებით და ზრდილობის დაცვით, ამას გეტყოდით შუახნის
(1962) გერმანულიდან თარგმნა ლუკა ნახუცრიშვილმა ეძღვნება იოზეფ კიონიგს წინსვლის კატეგორიის თაობაზე თეორიული ანგარიშგება მოითხოვს, მას ისე ახლოდან დავაკვირდეთ, რომ მისმა როგორც დადებითმა, ისე უარყოფითმა ხმარებამ მოჩვენებითი თავისთავადი სიცხადე დაკარგოს. მაგრამ ამგვარი სიახლოვე ამავდროულად კიდევაც აძნელებს ანგარიშგებას. არცერთი ცნება არ გვადნება ხელში ისე [ადვილად], როგორც „წინსვლა“, როცა ვიწყებთ იმის დაზუსტებას, თუ მაინც რას გულისხმობს ის, თუნდაც, რა ვლის წინ და რა -
თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს. ქალის სხეული იმისთვისაა შექმნილი, რომ შიგ შეაღწიონ. კაცები ყოველდღიურად პოულობენ ნებისმიერ საშუალებას იქ შესაღწევად, და იქიდან გამოსაღწევად. მხოლოდ ენის და ფიქრების ამოხრახნა უჭირთ ცოტა. ამ ნერვულ გზააბნეულობაში, პოეტიც კი იტყვის, რომ იმ ფორმებს შორის, რომელსაც კაცი ფლობს, ქვა ყველაზე ნაკლებად გამძლეა. იმსხვრევა. საყოველთაოდ ცნობილია – ქალის მუცელი ზეცისაკენ არ უშვებს სევდას, მოგონების კოროზიულ მჟავებს მოისვრის მარადისობასთან ხანმოკლე – ელვისებურ - შერიგებაში. წყვდიადს ესწრაფვის. ბარძაყის
ფრანგულიდან თარგმა ბაჩანა ჩაბრაძემ აქ განა საჩხუბრად მოვედით ივლისის ერთ დილას, მაღვიძარამ ჯერ კიდევ ბინდბუნდზე დაგვიზარა. ჩემს გოგოს ვუთხარი: “ავდგეთ ჩქარა, აღლუმის დღეა დღეს!” ბულვარზე მისვლა არ დავახანეთ ზანზიბარის მეფის სანახავად, მაგრამ… პოლიციამ სულ კინწისკვრით მოგვიცილა! მაშინ, მე ვთქვი: “აქ განა საჩხუბრად მოვედით, აღლუმი გვინდოდა, გვენახა. აქ განა მუჯლუგუნს მოველით, აღლუმი გვინდოდა, გვენახა. ყველა რომ შინ გამოიკეტოს, ხომ თავი მოეჭრა ქვეყანას! გვაცალეთ, მაშ, გვაყურებინეთ, თორემ დედოფალს რომ მოიწვევთ, დახვედრა უჩვენოდ მოგიწევთ!” მეგობრებს ქეიფი გვჩვევია და – იმ დღესაც, ბისტროში შევიარეთ, სადაც
თარგმნა გიორგი კობახიძემ ლექსები კრებულიდან «Pour ne plus rêver», ალჟირის სახალხო არმიის გამომცემლობა. ალჟირი, 1965 კაფე შევიძინე სიგარეტის კოლოფი გაზეთი და მზის სხივი და მივუჯექი მაგიდას ტერასაზე უზარმაზარ კაფეში შევუკვეთე ყავა და დავალაგე ჩემი სიგარეტის კოლოფი ჩემი გაზეთი ჩემი მზის სხივი და ჩემი ყავის ფინჯანი თანმიმდევრულად კარგად მოვეწყე ჩემს სავარძელში და დავიწყე კითხვა მშვიდად წამიერად დავხედე ჩემს სიგარეტის კოლოფს ჩემს გაზეთს ჩემს მზის სხივს ჩემს ფინჯანს რიგში განლაგებულს და ვიფიქრე ხომ არ ვარ რევოლუციონერი. ალფაბეტიზაცია რას ემსახურება ჩემი ლექსები თუ ჩემსას ვერ კითხულობს დედა? დედა არის ოცი წლის მას აღარ სურს ტანჯვა ის მოვა
