1 ამ სარდაფებში გაკრთებიან სინათლეები, შორით დახშული ხმებიდან რომ გამოაღწევენ და სახეცვლილ მოგონებებად რომ შერჩებიან დასაბუდებლად შეყუჟულ სხივებს. ჩემი მხარეა ამოსავსები, ის ნაპრალები სადაც უკვე ვეღარ ვიცხოვრებ, სადაც საათი წამებს არა, საათებს ითვლის, სადაც დამათოვს, როგორც მიწას, როგორც ესკიმოსს. თუ გამომყვები ამ ბილიკებზე, ვერ ვდებ პირობას რომ ჩვენ ყველანი დავბრუნდებით თბილ იურტაში და ყოველდღიურ პრობლემებთან ერთად ვიბრძოლებთ. ეს ჩემი ფერადი ნაგებობაა, რომლის სართულებს არც კი ვიცნობ, ხოლო შესასვლელს გადმოგაბარებ, როგორც თვალის
*** ყველა შვილი რომ დაიძინებს, (ან მთაზე ავა, საიდანაც ბრუნდებიან მხოლოდ მამები), ცხელი სიმართლით ამოგივსებ გუგებს, რომლებშიც ერთ დროს პეშვით ნაცარს გაყრიდი. ხშირად იხსენებ - მქონდა თევზის თვალის ჭრილი და ნაიარევ სახეს გიშვერდი, რომ დაგენახა, როგორ ვხდებოდი მეტაფორა - ქალის, რომელიც შვილი იყო და არ ეძინა, დღის სინათლეზე დნებოდა ხოლმე. საათობით გაშრებოდა თითებზე ცვილი და გზად, სადაც კი ხელს ჩასჭიდებდი ბოძს - (ფეხზე მყარად ასე იდექი) ანაბეჭდივით გადაგყავდა ქალი თითებით მეტროს ვაგონში, ბარათებზე, წიგნებზე - ყველგან, სადაც
თარგმნა ტატო ჩანგელიამ 1. სირიის დატოვების გადაწყვეტილება იმ დღეს მივიღე, როცა ბრმა ტყვიამ თვალწინ ჩამიქროლა. იმ დღეს მივხვდი, რომ ჩემი სამშობლო აღარ იყო ჩემი სამშობლო, ჩემი სისხლი - ჩემი სისხლი და ჩემი თავისუფლება ეკუთვნოდა თავისუფლებისთვის მებრძოლს, რომელსაც არც კი უფიქრია, ჩემთვის ნებართვა ეთხოვა, სანამ მესროდა - თავაზიანობის ნაკლებობა, რომელსაც ომის დროს ხშირად ვაწყდებით. 2. თუ მოკვლას მიპირებენ, სჯობს უცხო ენაზე
I ქალაქი გამყოფ ხაზებზეა აგებული თითქოს ქუჩები იცავენ წესრიგს. კედლები წარმოთქვამენ სიტყვებს. აქ - მორჩილება. იქ - ამბოხი. ფუნქცია განსაზღვრულია. ჰორიზონტის ზოლი - წაშლილი. გვრჩება ყრუ კითხვა: „რა დევს კედლის მიღმა?“ კედელი არასდროს იტყვის: „მე დროებითი ვარ“ ქვანადებების გროვა. II ვინ აშენებს კედელს? ვისია აგური, ვისია ცემენტი? ვინ ჩასჭიდა ნიჩაბს, ვინ გაჭრა მიწა, ვინ ჩაუყარა საფუძველი? ვისაც მეტი აქვს საკუთრება, მისი კედლებიც უფრო მაღალია. III კედელი ზღუდავს მაგრამ ასევე ადასტურებს. IV კედელი შესაძლოა უეცრად აღიმართოს ჩვენ ცხვირწინ გადაცმული გადაუდებელი აუცილებლობის გრძნობაში. რა დროსაც კედელი განსაზღვრავს დროს და
