e

ფრანგული პოეზია Tag

აუდიო ვერსია სიტყვები • Words · დამიენ საეზი - გამოსავალი ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ დამიენ საეზი - გამოსავალი ბევრი სისხლი – კედელზე, ბევრი კედელი - ქვეყნებს შორის, ბევრი ქვეყანა – კავშირში, ბევრი კავშირი სავალუტო, ბევრი უთანასწორობა, ბევრი ფული, ბევრი ბანკი, ბევრი ომი სამშვიდობო, ბევრი ბავშვი მომაკვდავი, ბევრი იმპერიალიზმი, ბევრი კაპიტალიზმი ბევრი ლიბერალიზმი - თავისუფლების გარეშე!   აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! ეს თაობა ოცნებებით აღარ ერთობა! აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! ძალა ერთობაშია, მაგრამ ვინ ქმნის ერთობას?!   ბევრი შიმშილი – ქვეყანაზე, ბევრი

თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე   მიყვარს შენი ფერი ყავის, შენი თმები ყავის, შენი ყელი ყავის. მიყვარს, როცა ცეკვავ ჩემთვის, გამიელვებს როცა ყურთან ჟღერა სამაჯურთა, ლამაზ სამაჯურთა, შენი ცეკვის ტემპს რომ ერთვის.   ფერი ყავის, მიყვარს შენი ფერი ყავის.   რა საოცარ ალში მახვევ ამ სიამის მნახველს, თეძოებს რომ არხევ, ნაზად არწევ თვალ-წამწამებს

თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე   ასაკს არ აქვს დიდი ჭკუა   ყმაწვილთა გუნდში, შუქი რომ გუშინ იხილა, სწამთ, რომ ჯაგლაგი, ყველა ჭარმაგი ბრიყვია.   როცა დაღარავს მათ გულს ჭაღარა, იტყვიან: ნორჩი, ხმაწვრილი, ყველა ყმაწვილი ბრიყვია.   მე, ვინც გახლავართ შუა ასაკის, მათ გავუმხელდი ამბავს გასაკვირს:   ასაკს არ აქვს დიდი ჭკუა, ვინც ბრიყვია, ბრიყვია. გინდ ყრმა იყოს, გინდ ბაბუა – თუ ბრიყვია, ბრიყვია. ჯობს, დაზოგოთ ავი სიტყვა და ფიქრისთვის მოიცალოთ, გუშინ გაჩენილნო ბრიყვნო, ბრიყვნო ძველი დროისანო!   თქვენ, პირუწვერო, გამოუცდელო ბრიყვებო, მამის საკიცხად რომ არ გაგიცვდათ სიტყვები,   თქვენ, ხანდაზმულო, ვადაგასულო ბრიყვებო, შვილთა საკბენად რომ არ გაკლდებათ სიტყვები,   მოკრძალებით და ზრდილობის დაცვით, ამას გეტყოდით შუახნის

თარგმნა: ბაჩანა ჩაბრაძე   ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს   ღმერთს ქალი კარგად არ დაუხურავს. ქალის სხეული იმისთვისაა შექმნილი, რომ შიგ შეაღწიონ. კაცები ყოველდღიურად პოულობენ ნებისმიერ საშუალებას იქ შესაღწევად, და იქიდან გამოსაღწევად. მხოლოდ ენის და ფიქრების ამოხრახნა უჭირთ ცოტა.   ამ ნერვულ გზააბნეულობაში, პოეტიც კი იტყვის, რომ იმ ფორმებს შორის, რომელსაც კაცი ფლობს, ქვა ყველაზე ნაკლებად გამძლეა. იმსხვრევა.   საყოველთაოდ ცნობილია – ქალის მუცელი ზეცისაკენ არ უშვებს სევდას, მოგონების კოროზიულ მჟავებს მოისვრის მარადისობასთან ხანმოკლე – ელვისებურ - შერიგებაში. წყვდიადს ესწრაფვის. ბარძაყის