ზაზა თვარაძე – იქ, აფთიაქთან (პოლარული ქალაქი)

იქ, აფთიაქთან, სისხლნაკლული ვიგინდარები

გულისწასვლამდე შესჩხავიან ფერწასულ ქალაქს.

შენ კი მიდიხარ, ისე ფინთად მიემგზავრები,

თითქოს ვიღაცა გუდანაბადს გიკრავდეს ძალად.

აღმოხდების მზე, ეკლესიის ზარი ჩამოჰკრავს,

მზე ნისლებიდან ექოსავით აღმოცენდება

როგორც დამზრალი ორიდეა. იგი ჩამოჰგავს

ჭკუასუსტ ბალღის დეგეროტიპს… აბედნეცომღა!

ფოსტა. საათი. ტელეგრაფის კედელთან ქალი

იცდის. მის მზერას უნაყოფო ფიქრი გაცურავს,

როგორც უეცრად გადავლილი ღრუბლების კვალი

გაცურავს ხოლმე მინდვრებს ცივად და უკაცურად.

”მიდიხარ?” – თითქოს მოგესმება. სხივი ციმციმებს.

მატარებლები იკივლებენ შორი კივილით,

გაცრიან სადღაც ტრამალებში მურტალ სიმძიმილს

და იქ ტოვებენ დავიწყების ყრუ ტკივილივით.

”წავედი!” – ფიქრობ ზურგის ტვინით. ეს ხდება ასე,

თითქოს შენს თავზე თამაშდება უცხო სცენარი

და გრძნობ – ხსოვნაში ისევ რაღაც ირღვევა, ისევ

რაღაც იფშხვნება უსაზრისოდ, როგორც მცენარის

დამზრალი ბუტკო… ატრიალებ ზიარ სიხარულს,

რომელიც ძუნწად გიბოძეს და – ხარბად წაგგლიჯეს,

მატარებლები რახრახებენ თუჯის ხიდებზე,

ხედავ უსაქმურ ვიგინდარებს, ხედავ ნაბიჭვრებს,

ხედავ – ქუჩები ციმციმებენ ცივი ცეცხლივით,

ხედავ – ქალაქზე პოლარული სხივი იცრება,

რა უცვლელია ყველაფერი – და რა შეცვლილი,

რა შეცვლილია – და არაფრით გამოიცვლება.

ხედავ რებუსებს: აფთიაქი, ქუჩა, ფარანი,

არხში წყალია ჩაყინული (სხარტად, მარტივად)

ჰორიზონტი კი, წეროების წრფივი ქარავნით

გამოასხივებს რაღაც ძველ და უთქმელ სატკივარს.

ტირე- წერტილი. ტირე- ტირე- სამი წერტილი…

ტირე- წერტილი. სხვა რაღა ვთქვა – მორჩა, გათავდა

ჩვენი წარსული, ამ ორ ბწკარში გადაწერილი,

თითქოს ვიღაცა სიზმარეულ ქარგას ართავდა,

და შიგ აქსოვდა ამ ცივ ქალაქს, ამ გზებს, ამ ქუჩებს,

სადაც კრეტინულ თავსატეხად გვექცა ოცნება,

სადაც ცოცხლებმა, როგორც მკვდრებმა, თვალი მოვხუჭეთ

და მერე მკვდრებმა გავახილეთ, როგორც ცოცხლებმა.

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *