***
გუშინ საღამოს,
სტუმრებისგან შინ ვბრუნდებოდი,
ჩამეძინა, გავიარე ჩემი
მეტროს სადგური, ვერნანცკაიას გამზირი
და მივაღწიე ბოლო გაჩერებას;
იქ
მე გამაღვიძა ქალმა ლურჯ ფორმაში:
გამოვედი ვაგონიდან
და უკან გავემგზავრე;
როცა მივედი ჩემს სადგურამდე
და გადმოვედი ვაგონიდან
მე ვიფიქრე იმაზე,
რომ იქნებოდა საინტერესო გამეგო,
როგორ ხშირად
უწევს ამ ქალს
და ისეთებს, როგორიც ისაა
მკვდრების გაღვიძება
მეტროს ცარიელ ვაგონებში;
მე გამახსენდა რომ
ჩემს ადრინდელ ლექსებში
(სხვათა შორის,
უწინ მე ვწერდი
სავსებით სხვა
ლექსებს –
ზოგიერთს ალბათ ისინი კიდევ ახსოვს;
მათ შორის, ჩემის აზრით
რამდენიმე არ იყო ცუდი;
ახლა მე ვწერ
სავსებით სხვანაირად;
ცნობისთვის, ეს ახალი ფორმა
მე გამეხსნა ერთი დაავადების დროს)
მაშ ასე,
ერთ ძველ ლექსში,
უფრო სწორად ბოლო ორ აბზაცში
იმ ლექსისა
მე ვწერდი მკვდრებზე
რომლებსაც აღვიძებენ ფორმიანი ქალები
სადგურის ბოლო გაჩერებაზე
და მეტროს ცარიელ ვაგონებში:
“რამდენი სულგამძვრალი ლოთი ტრიალებს
ღამის მეტროს ქსელებში”
