*** ჩიტსაც სული აქვს, რა თქმა უნდა, ჩიტსაც სული აქვს… დაუგდე ყური: გამთენიის წინ როგორ გალობს, რა სრულყოფილად გალობს – ქალაქშიც კი, ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს გადარჩენილ პატარა, ვარდისფერ ვარდებიან სკვერში – მოლაღურია თუ ბულბულია, ტოროლაა თუ შაშვია… სული რა შუაშია? აბა, ისე როგორ იგრძნობ ღამის კიდეს?.. და თანდათან თენდება კიდეც… ღამის და დღის გასაყარზე: ვარდი და ბულბული … ქალაქშიც კი, ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს… მე მინდა, ჩემი სულიც ბოლოს იქ მოხვდეს, სადაც მკვდარი ჩიტების სულებია… განჯინა სადაური სიტყვაა – “განჯინა”? მახსოვს ჩვენი განჯინა –
აუდიო ვერსია სიტყვები • Words · დამიენ საეზი - გამოსავალი ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ დამიენ საეზი - გამოსავალი ბევრი სისხლი – კედელზე, ბევრი კედელი - ქვეყნებს შორის, ბევრი ქვეყანა – კავშირში, ბევრი კავშირი სავალუტო, ბევრი უთანასწორობა, ბევრი ფული, ბევრი ბანკი, ბევრი ომი სამშვიდობო, ბევრი ბავშვი მომაკვდავი, ბევრი იმპერიალიზმი, ბევრი კაპიტალიზმი ბევრი ლიბერალიზმი - თავისუფლების გარეშე! აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! ეს თაობა ოცნებებით აღარ ერთობა! აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! ძალა ერთობაშია, მაგრამ ვინ ქმნის ერთობას?! ბევრი შიმშილი – ქვეყანაზე, ბევრი
თარგმანი ანრი კიკნაველიძე I ის შუა ზამთარში გაუჩინარდა: ნაკადულები გაყინული იყო, აეროპორტები თითქმის ცარიელი, და ძეგლებს თოვლი ამახინჯებდა; ვერცხლისწყალი კი თითქოს ჩავარდა მომაკვდავი დღის ღია ხახაში. ყველა ხელსაწყო, რაც გაგვაჩნია, თანხმდება, რომ მისი სიკვდილის დღე იყო ბნელი და სუსხიანი. შორს მისი სნეულებისგან გარბოდნენ მგლები მარადწვანე ტყეების გავლით, გაუთლელ მდინარეს ვერ ხიბლავდა მაღალი წრის ნავმისადგომი; მგლოვიარე ენებმა პოეტის სიკვდილი დაუმალეს მისივე ლექსებს. ხოლო მისთვის ეს თავის თავად ყოფნის ბოლო საღამო იყო, საღამო ექთნების
თარგმნა ანრი კიკნაველიძემ მე ვარ ხალხი — ბრბო — თავყრილობა — მასა. იცი, რომ ამქვეყნად ყველა დიდი საქმე ჩემით კეთდება? მე ვარ მუშა, გამომგონებელი, შემოქმედი მთელი მსოფლიოს საკვების და სამოსის. მე ვარ მაყურებელი, მოწმე ისტორიის. ჩემგან გამოდიან ნაპოლეონები და ლინკოლნები. კვდებიან. შემდეგ კი ახალ ნაპოლეონებს და ლინკოლნებს ვშობ. მე ვარ ნიადაგი ნაყოფიერი. მე ვარ ყამირი, რომელიც გაუძლებს მრავალჯერ დახვნას. საშინელი ქარიშხლები გადაივლიან ჩემს თავზე. მე
თარგმნა ლაშა ყელბერაშვილმა ნაომი გინსბერგს 1894 - 1956 I უცნაურია ფიქრი შენზე, ვინც გაქრი კორსეტებისა და სამაგრების გარეშე, სანამ მივაბიჯებ გრინვიჩ ვილიჯის მზიან უბანში. მანჰეტენის ცენტრი, ზამთრის ნათელი შუადღე, და მე მთელ ღამეს ვფხიზლობდი, ვსაუბრობდი, ვსაუბრობდი, ვკითხულობდი კადიშს ხმამაღლა, ვუსმენდი ბრმა რეი ჩარლზის ბლუზის ყივილს ფონოგრაფზე რიტმი რიტმი - და მოგონება შენზე ჩემს თავში სამი წლის შემდეგ - ხმამაღლა კითხვა ადონისის ტრიუმფალური ბოლო
თარგმნა საბა თოდუამ ნუ შეგრცხვება ერთ ღამეს, შენი ეზოს მყუდრო სიბნელეში სეირნობისას დიდ მრგვალ სინათლეს მოგიშვერენ და შენს უკან გაჩნდება კედელი, რომელიც აქამდე არასდროს გინახავს. უეცრად გაიგებ, რომ დამნაშავე ხარ და გაქცევას აპირებდი. შენ არასწორად წაიკითხე კომპლექსური ინსტრუქციები, შენ არ ხარ წევრი, შენ დაკარგე წევრობის მოწმობა ან არც არასდროს გქონია. გაიგებ, რომ ისინი ყოველთვის აქ იყვნენ და თვალი ეჭირათ შენს წიგნებზე და წერილებზე, ჯიბეში ხელებს გიფათურებდნენ და გაყურადებდნენ
