ვენდელ ბერი – 2 ლექსი

თარგმნა საბა თოდუამ

ნუ შეგრცხვება

ერთ ღამეს, შენი ეზოს

მყუდრო სიბნელეში სეირნობისას

დიდ მრგვალ სინათლეს მოგიშვერენ

და შენს უკან გაჩნდება კედელი, რომელიც აქამდე არასდროს გინახავს.

უეცრად გაიგებ, რომ დამნაშავე ხარ და გაქცევას აპირებდი.

შენ არასწორად წაიკითხე

კომპლექსური ინსტრუქციები,

შენ არ ხარ წევრი, შენ დაკარგე

წევრობის მოწმობა ან არც არასდროს გქონია. გაიგებ, რომ ისინი ყოველთვის აქ იყვნენ და თვალი ეჭირათ შენს წიგნებზე და წერილებზე, ჯიბეში ხელებს გიფათურებდნენ და გაყურადებდნენ საძინებელში. მიუხედავად იმისა, რომ სასირცხვილო არაფერი ჩაგიდენია, მათ ენდომებათ, შეგარცხვინონ.

მათ ენდომებათ ეხვეწო და იტირო და უთხრა, რომ შენც მათნაირად უნდა გეცხოვრა.

და როცა მათი მოწოდებული ფურცლების კითხვისას იტყვი, რომ გრცხვენია, გაქრება სინათლე შენი შექმნილი ისტორიიდან.

შენი დევნა აღარ დაჭირდებათ. თავად აედევნები შენდობისთვის. ისინი არაფერს გაპატიებენ. მათ წინააღმდეგ ძალა არ არსებობს. მხოლოდ გულწრფელობა, მათთვის უცხო შინაგანი სიაშკარავე, შეურცხვენელი, რომლისაც მათ არაფერი გაეგებათ. მზად იყავი. როცა მათი სინათლე ამოგარჩევს და კითხვები დაისმება, უთხარი მათ: “მე არ მრცხვენია.” მკვეთრი ჰორიზონტი შემოგერტყმევა. მერცხალი საღამოს ფრენას გორაკის კენწეროდან დაიწყებს.

 

ისინი

გხედავ, მანდ დაბლა

მწვანე ფოთლებში

თეთრთმიანო,

მწიფე ჟოლოს რომ კრეფ

და ვფიქრობ: “ორმოცდაორი წელი!”

ჩვენ მე და შენ ვართ, რომლებიც ერთხელ ისინი იყვნენ, ვინც ახლა გვახსოვს.

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *