e
პოეზია
  /  პოეზია (Page 4)

  მარიამ მახარაძე არაკონვენციური ლექსების ავტორია. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მისთვის უცხოა კონვენციურობა და პირიქით, იგი მის წინააღმდეგ მიდის. არავისთან დებს ხელშეკრულებას, არავისუდებს პირობას და სთავაზობს შეთანხმებას. მისი პოეზია უკომპრომისო, პრინციპულ შეუთანხმებლობაზეა, სადაც სამყაროს მხოლოდ ორი პოლუსი არ გააჩნია. აქ შავსა და თეთრს შორის მთელი პალიტრა და უთვალავი ფერია, თუმცა პოეტს მკაცრად სწამს, რომ სიმართლე - ისევე, როგორც ბრეხტის

თარგმნა ანრი კიკნაველიძემ   (1844) სევდიან თვალში გამშრალი ცრემლით უზიან დაზგას კბილების ღრჭენით: „შენ, გერმანიავ, სუდარას გიქსოვთ და სამგზის წყევლას მასში ჩავაქსოვთ - ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!   წყეულიმც იყოს ღმერთი გულგრილი ვისაც მშიერი და გათოშილი ვევედრებოდით, იმედი გვქონდა - მან მოგვატყუა და მიგვატოვა - ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!   წყეულიმც იყოს მეფე მდიდრების ჩვენი არ ესმის მას გაჭირვების, რომელიც ბოლო გროშებსაც გვართმევს, და მერე ტყვიას გვესვრის, ვით ძაღლებს - ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ!   წყეულიმც იყოს ეს ცრუ

xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე მიწევდა ყიდვა, იმ ქალისგან რომელიც ყველაზე იაფად ყიდდა ყველაზე ლამაზ, სურნელოვან ყვავილებს. წელს არცერთი ყვავილი მიყიდია, არც ის ქალი მინახავს, არც ლარნაკი გამიმზადებია. წელს ყველაფერი სხვანაირადაა, წელს ჩემი სული არ ყვავილობს.   xxx ჩემი ვენა საცერს გავს, იმდენი სისხლი ავიღე ნეტა ძარღვებში რაღა დაქრის. ჩემი სისხლით უნდა დაგხატო, ჩემი

„ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ - აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით, ბანი, მეორე ხმა და პირველი ხმა აქებს: ბანი (მეთოდიოს პატარელი[1]), მეორე ხმა (პლატონი) და პირველი ხმა (ავტორი) - ეს არის შეუზღუდავი ხმათასვლა, ურთიერთშეპასუხება, პარალელიზმი, პლატონისეული დიალოგის სიუჟეტური ფორმატი რომ

რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ პუბლიკაციაში თქვენ წაიკითხავთ 15 წლის მარიამ ბუკიას ლექსებს. საქმე ისაა, რომ ალბათ ნებისმიერს შეშურდებოდა ამ ლექსებში ნაჩვენები პოეტური სახეების და ზოგადად ტექნიკისა, რომლითაც ისინია შესრულებული. მოკლედ, ამ ლექსებმა წესითა და რიგით

მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.   წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში მტვერში ხალხი ბრმავდება, არვინ არის მშველელი და პატრონი.   ხურდა ფულში ფილტვებს კიბოს უკიდებ, უჯრედები ტვინის ბეჩიავდება, ნაშრომ ფულებს სხვები ჩამოირიგებს, ჭიათურას არაფერი ხმარდება,   ყველაფერი ჩემთვის არის ნათელი, მინდა ზეცა ვარსკვლავებით დავქარგო, მუდამ ვიტყვი ის რაცა მაქვს სათქმელი, თუგინდ მერე სამსახურიც დავკარგო.   მაღაროს მუშა მოწმენდილ ზეცას ნაღვლიანი თვალს გადაავლებ და