რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ პუბლიკაციაში თქვენ წაიკითხავთ 15 წლის მარიამ ბუკიას ლექსებს. საქმე ისაა, რომ ალბათ ნებისმიერს შეშურდებოდა ამ ლექსებში ნაჩვენები პოეტური სახეების და ზოგადად ტექნიკისა, რომლითაც ისინია შესრულებული. მოკლედ, ამ ლექსებმა წესითა და რიგით
Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო აპლიკაციების უსასრულო მორევში. ანგელოზური სევდით მორთული თეთრეული – კეთილი იყოს ქალურობის გაზაფხულობა. წვნიანი ვნება, წითელი ხალიჩის ეროტიული მელანქოლია. შუშხუნა ოფლში ამოვლებული თეძო ქალაქების თეთრ ბინებში დაიარება და თან დააქვს გადანასკვულ სხეულთა ცეკვა. ხარბი თვალები დაჰყვებიან ობობების მოქსოვილ კაბას,
მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს - ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები - ათასწლოვანი ეს ხეები სიღრმეებიდან და მარადიულ იავნანებს მღერენ ქარები. ქარები
იქ, აფთიაქთან, სისხლნაკლული ვიგინდარები გულისწასვლამდე შესჩხავიან ფერწასულ ქალაქს. შენ კი მიდიხარ, ისე ფინთად მიემგზავრები, თითქოს ვიღაცა გუდანაბადს გიკრავდეს ძალად. აღმოხდების მზე, ეკლესიის ზარი ჩამოჰკრავს, მზე ნისლებიდან ექოსავით აღმოცენდება როგორც დამზრალი ორიდეა. იგი ჩამოჰგავს ჭკუასუსტ ბალღის დეგეროტიპს
სკოლა აქ დევს ჩემი გული, გისოსებიან მკერდში იყინება, ჯერ კიდევ ძალუძს ფეთქვა. მონაზვნად აღსაკვეც თოვლთან ერთად აგონიისას სისხლივით წაგსკდა სიმარტოვის სიმარტივე, გამაბრუებელ ხმებზე მოსრიალე მოსწავლეები კედლებს შუა ცდილობენ გავლას. სასკოლო მერხებზე ამოკაწრული სიყვარულის ახსნა, სიგარეტის კოლოფში ჩადენილი სუიციდი, ხორცით მძინარე მშობლური რჩევა, სიმარტივის სიმარტოვე. ანგელოზებმა სინანული გზაზე დაყარეს, როგორც ქვირითი. ზღვის დისონანსი გამოიტანს ნაპირზე ნივთებს, დუჟმორეული შამპუნის ბოთლი, გადატეხილი დეოდორანტი, ხელის კრემი, ღამის ნიღაბი. მონიშნე ადგილი, I’m not robot. ჩვენი სიყვარული ამ ნივთებივით გამოუსადეგარი გახდა, მზეც გასნობდა, მოსწავლეები
*** ჩიტსაც სული აქვს, რა თქმა უნდა, ჩიტსაც სული აქვს… დაუგდე ყური: გამთენიის წინ როგორ გალობს, რა სრულყოფილად გალობს – ქალაქშიც კი, ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს გადარჩენილ პატარა, ვარდისფერ ვარდებიან სკვერში – მოლაღურია თუ ბულბულია, ტოროლაა თუ შაშვია… სული რა შუაშია? აბა, ისე როგორ იგრძნობ ღამის კიდეს?.. და თანდათან თენდება კიდეც… ღამის და დღის გასაყარზე: ვარდი და ბულბული … ქალაქშიც კი, ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს… მე მინდა, ჩემი სულიც ბოლოს იქ მოხვდეს, სადაც მკვდარი ჩიტების სულებია… განჯინა სადაური სიტყვაა – “განჯინა”? მახსოვს ჩვენი განჯინა –
