ფრანგულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ კრებულიდან თეატრი და მისი ორეული, ანტონენ არტო, სამეფო უბნის თეატრი 2024 ერთ-ერთი მიზეზი იმ სულშემხუთავი ატმოსფეროსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ყოველგვარი გამოსავლისა და საშველის გარეშე, - და რაშიც ყველა ჩვენგანს წვლილი მიგვიძღვის, მათ შორის, ყველაზე მეამბოხეებსაც კი - მდგომარეობს მოწიწებაში იმის მიმართ, რაც დაწერილა, გამოთქმულა, გამოსახულა და რასაც ხორცი შეუსხამს, თითქოს ყოველგვარ გამოხატულებას საკუთარი
თარგმანი ანრი კიკნაველიძე I ის შუა ზამთარში გაუჩინარდა: ნაკადულები გაყინული იყო, აეროპორტები თითქმის ცარიელი, და ძეგლებს თოვლი ამახინჯებდა; ვერცხლისწყალი კი თითქოს ჩავარდა მომაკვდავი დღის ღია ხახაში. ყველა ხელსაწყო, რაც გაგვაჩნია, თანხმდება, რომ მისი სიკვდილის დღე იყო ბნელი და სუსხიანი. შორს მისი სნეულებისგან გარბოდნენ მგლები მარადწვანე ტყეების გავლით, გაუთლელ მდინარეს ვერ ხიბლავდა მაღალი წრის ნავმისადგომი; მგლოვიარე ენებმა პოეტის სიკვდილი დაუმალეს მისივე ლექსებს. ხოლო მისთვის ეს თავის თავად ყოფნის ბოლო საღამო იყო, საღამო ექთნების
თარგმნა ანრი კიკნაველიძემ მე ვარ ხალხი — ბრბო — თავყრილობა — მასა. იცი, რომ ამქვეყნად ყველა დიდი საქმე ჩემით კეთდება? მე ვარ მუშა, გამომგონებელი, შემოქმედი მთელი მსოფლიოს საკვების და სამოსის. მე ვარ მაყურებელი, მოწმე ისტორიის. ჩემგან გამოდიან ნაპოლეონები და ლინკოლნები. კვდებიან. შემდეგ კი ახალ ნაპოლეონებს და ლინკოლნებს ვშობ. მე ვარ ნიადაგი ნაყოფიერი. მე ვარ ყამირი, რომელიც გაუძლებს მრავალჯერ დახვნას. საშინელი ქარიშხლები გადაივლიან ჩემს თავზე. მე
თარგმნა ლაშა ყელბერაშვილმა ნაომი გინსბერგს 1894 - 1956 I უცნაურია ფიქრი შენზე, ვინც გაქრი კორსეტებისა და სამაგრების გარეშე, სანამ მივაბიჯებ გრინვიჩ ვილიჯის მზიან უბანში. მანჰეტენის ცენტრი, ზამთრის ნათელი შუადღე, და მე მთელ ღამეს ვფხიზლობდი, ვსაუბრობდი, ვსაუბრობდი, ვკითხულობდი კადიშს ხმამაღლა, ვუსმენდი ბრმა რეი ჩარლზის ბლუზის ყივილს ფონოგრაფზე რიტმი რიტმი - და მოგონება შენზე ჩემს თავში სამი წლის შემდეგ - ხმამაღლა კითხვა ადონისის ტრიუმფალური ბოლო
თარგმნა საბა თოდუამ ნუ შეგრცხვება ერთ ღამეს, შენი ეზოს მყუდრო სიბნელეში სეირნობისას დიდ მრგვალ სინათლეს მოგიშვერენ და შენს უკან გაჩნდება კედელი, რომელიც აქამდე არასდროს გინახავს. უეცრად გაიგებ, რომ დამნაშავე ხარ და გაქცევას აპირებდი. შენ არასწორად წაიკითხე კომპლექსური ინსტრუქციები, შენ არ ხარ წევრი, შენ დაკარგე წევრობის მოწმობა ან არც არასდროს გქონია. გაიგებ, რომ ისინი ყოველთვის აქ იყვნენ და თვალი ეჭირათ შენს წიგნებზე და წერილებზე, ჯიბეში ხელებს გიფათურებდნენ და გაყურადებდნენ
თარგმანი გ. ხასაია ვ. ნაცვლიშვილი შენ უნდა ისურვო, შენ უნდა იყო სასურველი, შენ არ შეგიძლია თამაში დატოვო თუ გაჩერდები, არსებობას შეწყვეტ. მოვიდა დრო, საუბრის თემა შევცვალოთ. დროს ჩამორჩი, რეალობის შენეული მოდელი მოძველდა, შეუძლებელია იფიქრო ,როგორც ადრე . ახალი დრო დადგა. ლოდინის დრო აღარ არის, მოქმედების დროა, დროა, შეიძინო სპეციალურად შექმნილი გადაადგილების საშუალებები. შექმნილი სპეციალურად მათთვის, ვისაც არსად აქვს წასასვლელი, მაგრამ მაინც სადღაც ეჩქარება. იგრძენი დრაივი, სხვა გრძნობის თავი მაინც არა გაქვს აბა დაფიქრდი, სხვა რა უნდა აკეთო. კავშირი უფრო
