კარლ სენდბერგი – მე ვარ ხალხი

თარგმნა ანრი კიკნაველიძემ

 

 

მე ვარ ხალხი — ბრბო — თავყრილობა — მასა.

იცი, რომ ამქვეყნად ყველა დიდი საქმე ჩემით კეთდება?

მე ვარ მუშა, გამომგონებელი, შემოქმედი მთელი მსოფლიოს საკვების და სამოსის.

მე ვარ მაყურებელი, მოწმე ისტორიის. ჩემგან გამოდიან ნაპოლეონები და ლინკოლნები. კვდებიან. შემდეგ კი ახალ ნაპოლეონებს და ლინკოლნებს ვშობ.

მე ვარ ნიადაგი ნაყოფიერი.

მე ვარ ყამირი, რომელიც გაუძლებს მრავალჯერ დახვნას.

საშინელი ქარიშხლები გადაივლიან ჩემს თავზე. მე ვივიწყებ.

მერთმევა და იფლანგება, რაც კი საუკეთესო გამაჩნია. ვივიწყებ.

ყველაფერი, სიკვდილის გარდა, მოდის და მაიძულებს, ვიშრომო და გავცე, რაც მაქვს. და მე ვივიწყებ.

ხანდახან ვგმინავ, ვცახცახებ და რამდენიმე წითელ წვეთს ვღვრი, რომ ისტორიამ დაიმახსოვროს. შემდეგ — ვივიწყებ.

როცა მე, ხალხი, ვისწავლი დამახსოვრებას;

როცა მე, ხალხი, გამოვიყენებ გუშინდელ გაკვეთილს და აღარ დავივიწყებ, თუ ვინ გამძარცვა შარშან, ვინ ჩამთვალა სულელად;

მაშინ აღარ იქნება ამქვეყნად ენა, რომელიც იტყვის სახელს: „ხალხი“ და დააყოლებს დაცინვის ნამცეცს და გამკილავ, ცალყბა ღიმილს.

ბრბო — თავყრილობა — მასა — მაშინ მოვა.

  • ვალტერ ბენიამინი – საუბრები ბრეხტთან (ნაწყვეტი)

    თარგმნა და კომენტარი დაურთო ილია ჭანტურიამ   როდესაც მსოფლიო იმპერიალისტური ომებით არის მოცული, როდესაც რუსი იმპერიალისტების ბომბებს ეწირებიან ადამიანები უკრაინაში, ხოლო მათი მომავლით კი დასავლელ ბოროტ პოლიტიკოსებს სურთ ივაჭრონ;…

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *