
მთარგმნელი ზაალ ჯალაღონია
გლეხს მოეჩვენა
აღმოსავლეთ
ორეგონში, რომ
იესო
იდგა
საქათმეში.
კვერცხებით სავსე
კალათა
ეჭირა
ხელში.
იესომ უთხრა.
,,მე
ვარ
მშიერი”
გლეხს
არასოდეს
წამოსცდენია
ის, რაც
იხილა.
დავივიწყე სიყვარული.
მე სიკვდილი მინდა
შენს ყვითელ თმაში.
მე მეოცე საუკუნეში ვცხოვრობ.
და აქვე შენ წევხარ ჩემ გვერდით.
უბედური იყავი, როცა მძინარე გეგონა შენი თავი.
ვერაფერს გავხდი,უიმედობამ შემიპყრო.
შენი სახე იმდენად მშვენიერია, რომ
დაუსრულებლად მინდა ის აღვწერო.
არაფერია ირგვლივ ისეთი, რითაც მე ბედნიერს
გაგხდი,
როცა გძინავს შენ.
თუ შენ მოკვდები ჩემთვის,
მეც შენთვის მოვკვდები.
და იქნება ორი საფლავი, როგორც წყვილი,
რომელიც ერთად ტანსაცმელს რეცხავს ლანდრომატში.
თუ აიღებ საპონს,
მე მოგიტან მათეთრებელს.
რადგან
ხალხს უყვარს
შენი გონება,
სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი
შენს სხეულსაც
მოისურვებენ.
შენზე ფიქრებით დამძიმებული
ავტობუსში ავედი,
ორ ბილეთში 30 ცენტი გადავიხადე.
და იმ წამსვე მივხვდი,
რომ ვმგზავრობდი
სრულიად
მარტო.
მე მაქვს ტუალეტში
75 ვატიანი კაშკაშა ნათურა.
ორი წელი მიიწურა, რაც ამ ბინაში
მარტო ვცხოვრობ.
ჩემი ნათურა კვლავაც ანათებს.
დავრწმუნდი, რომ
მას უზომოდ ვუყვარვარ.
თითქოს
წლების წინ
ყვავილთა კონა
კოცნით
მოვწყვიტე
მისი ბაგიდან
და ჩემ
გულში ჩავდე
ფერად
ლარნაკში.
მოლოდინი
კი
ამისთვის
ღირდა.
რადგან
მიყვარდა.
მე
ვარ
მთვრალი
ცისარტყელა.
შენ
ხარ
შეშინებული
მთვარე.
ყოველივე
ეს არის
ერთ
ბავშვში.
ივსება
შემოდგომის
ცივი
ღამე.
მატარებლის ორი ბილეთი.
მგზავრობა
არსაიდან – არსაით.
ეს დღეც დადგება,
როცა მოკვდება დრო
და მას
დაასაფლავებს
სიყვარული.
ვზივარ და ვისვენებ, ისე ვარ, როგორც
მუხანათი ბოროტმოქმედი რომანის პერსონაჟებიდან.
როგორ შემაფასებთ,
ეს თქვენი ნებაა, ბარემ აქვე გაგიმხელთ,
თქვენი უბედურების მიზეზი მე ვარ.
ამით მე აღვასრულე რაღაც უჩვეულო და მნიშვნელოვანი,
რადგან ჩემი შინაგანი თავისებურება არის თავისუფლება.
გაგიმხელთ, მარტივად შეიძლება ყოველთვის რაღაც კარგად დასრულდეს
ცხოვრებაში, სუფრასთან ბოლომდე თუ დარჩებით, დამაჯერებელ სიტყვას თუ იტყვით.
მე მაქვს შნო, რომ თქვენთან ერთად მთვარით დავტკბე,
თქვენ შეგეძლოთ, მაგრამ მარტო არ დამტოვეთ მე,
ჩასვენებული მის დუმილში.
მას მერე, რაც სიყვარულის ძლიერმა ღელვამ
გაგვყარა ერთმანეთს
მისმავე ნელმა ტალღებმა შეგვაჯახა ერთმანეთს კვლავაც
და ყურეში დავრჩით, მან კი არ იცის, სად არის ბოლო
შენი სხეულის და სად აქვს სათავე
ჩემსას.
ჩვენ ძვლებს შორის დაცურავენ თევზები
და ჩვენ შედედებულ სისხლში
ზღვის ფრთოსნები გვეძახიან.
მუდამ
მშვენიერია სანახევროდ
ყველაფერი,
ვარსკვლავების
მეორე
სამეფოში.
შენი ხელის მტევნები
ანგელოზები არიან.
სასიყვარულო ღამის
შემდეგ ნეტარებით,
რომ ჩაეძინათ.
შენი თვალების ჩურჩული –
ქარების მიერ,
ვარსკვლავებიდან
ჩამოფრენილი
ფიფქების ბრილვა.
შენი თმა
ღვთისგან დაწნული
ყვავილების
ფერია.
ვარსკვლავების
მეორე
სამეფოში.
შენ ხარ ერთადერთი.
გარდაიცვალო – ნიშნავს
ავტოსტოპით ჩახვიდე უცნობ ქალაქში.
სადაც წვიმს,
სიცივე ძვლებამდე გატანს
და ეულად დაეხეტები.
უცებ ყველა ლამპიონი ერთად ჰქრება
და ისეთი წყვდიადია,
შენობები
შეშინებულები გაურბიან
ერთმანეთს.
შემოდგომის მდინარე
სუფთა და ცივი.
და თევზები ჩაეშვებიან ღრმა წყალში.
არ უყვართ, არც სიზმრები და არც ცხადი.
ჩაეკიდებიან თევზები
მდინარის სიღრმეში
და ნელ-ნელა ტრიალდებიან,
როგორც ფურცლები,
სურათებიან
ძველ ალბომში.
სასიამოვნოა დილით მარტო გაღვიძება.
არ არის საჭირო ვინმესთვის მტკიცება,
რომ გიყვარს,
როდესაც სინამდვილეში, ისედაც
ყველაფერი ჩავლილია.
მთების ძირას,
მოჩვენებასავით ბორიალა
იმ სივრცეს ვეცხადები,
სადაც მომიწევს ვიცხოვრო უშენოდ.
ალისფერი განაჭერი
შავ თმაზე
დაჭრილი დათვისგან.
ვითომ ჩვენ ვცხოვრობთ და ვკვდებით მერე.
მე ეს მაოცებს, რატომ მგონია გარდაცვალება,
რომ ახალი დასაწყისია.
გარდაიქმნება ყოველივე რაღაცა უცხოდ.
იმასაც ვფიქრობ, რომ თავიდან დავიწყებ ათვლას.
იქნება სულაც მე ახალი გარდაქმნა ვნახო,
ან იქნებ ისევ გარდასულში დავბრუნდე წყნარად.
დრო კი სწრაფად, თავისით მიჰქრის,
რაც უკვე იყო, ის იწყება თავიდან ისევ.
ვერ წავალ სხვაგან,
კვლავ იქ მივდივარ, სადაც ვიყავი.
ცვარი
დაფარავს ყვავილთა ჩრდილებს.
ცისკარი
გულუხვად დაგვპირდება.
ზღვა
მუსიკის ხმაზე იცეკვებს
მთვარესთან.
ასე, მარსია
შენი მშვენიერი ოქრო კულულით
მსურს სკოლაში მიიღო ცოდნა.
აბა, დაფიქრდი, როგორია ისწავლო ღმერთი
მუსიკის მსგავსად რომ ირხევა ღრუბლების მიღმა
და გულისყურით უსმენს სხვების აქ რაფსოდიებს.
ო, როგორ მინდა შენს ატესტატში
ასე ეწეროს.
მოთამაშე სწორუპოვარი გამჭვირვალე საგნებით
ა)
კომპიუტერის დიდი მაგისტრი.
ა)
საბუთი, წერის დიდოსტატი, თუ როგორ შეგიყვაროს
ა)
თევზების უბადლო მცოდნე
ა)
მარსია- მშვენიერი ქერა კულული
ა) +!
თუ შენს გოგოს კოცნი
და ფეხები გეკეცება.
დიდი შესაძლებლობაა იმისა,
რომ ვამპირს შეხვდი.
ჩინელები ოპიუმს აბანოებში ეწევიან.
იქ რჩებიან და ეძლევიან სიამეს.
მოხუცები კასრებში ჩადიან
ბავშვები კი – გორავენ ცივ იატაკებზე.
ჯოჯოხეთზე სასტიკია
გაიხსენო კოცნა
იმ ტუჩებით,
რომელიც არასდროს
შეგხებია.






