e
ლექსები Tag
  /  Posts tagged "ლექსები"

ამ წლის პირველი ლექსი უსარგებლოა წუხილი, სევდა - დაწერე, თითქოს მიხმობ შენთან. Abandon hope, all ye who enter here - მზის ირგვლივ ნაცნობ არეთა გზას კვლავ დააგა ჩვენი პლანეტა, მჯდომარეთა და მწოლარეთა. და მდგომარეთა. როგორც ამბობენ უახლეს დროის წმინდა ამბები, რაც კი რამ ხდება, ყველა ამბავი - განმავლობაში თოთხმეტ მილიარდ წლის - უკანასკნელ სიზმრის წილია, იმის, ვისაც არ დაუძინია და არასოდეს გამოიღვიძებს. ამ უმიზეზო, უხილავ სიზმრის ძლიერ, ჯანმრთელ და ბედნიერ ხიზნებს სასიკეთო და ყურადსაღები ცვლილების

რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ პუბლიკაციაში თქვენ წაიკითხავთ 15 წლის მარიამ ბუკიას ლექსებს. საქმე ისაა, რომ ალბათ ნებისმიერს შეშურდებოდა ამ ლექსებში ნაჩვენები პოეტური სახეების და ზოგადად ტექნიკისა, რომლითაც ისინია შესრულებული. მოკლედ, ამ ლექსებმა წესითა და რიგით

Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო აპლიკაციების უსასრულო მორევში. ანგელოზური სევდით მორთული თეთრეული – კეთილი იყოს ქალურობის გაზაფხულობა. წვნიანი ვნება, წითელი ხალიჩის ეროტიული მელანქოლია. შუშხუნა ოფლში ამოვლებული თეძო ქალაქების თეთრ ბინებში დაიარება და თან დააქვს გადანასკვულ სხეულთა ცეკვა. ხარბი თვალები დაჰყვებიან ობობების მოქსოვილ კაბას,

    მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს - ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები - ათასწლოვანი ეს ხეები სიღრმეებიდან და მარადიულ იავნანებს მღერენ ქარები. ქარები

*** ჩიტსაც სული აქვს, რა თქმა უნდა, ჩიტსაც სული აქვს… დაუგდე ყური: გამთენიის წინ როგორ გალობს, რა სრულყოფილად გალობს – ქალაქშიც კი, ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს გადარჩენილ პატარა, ვარდისფერ ვარდებიან სკვერში – მოლაღურია თუ ბულბულია, ტოროლაა თუ შაშვია… სული რა შუაშია? აბა, ისე როგორ იგრძნობ ღამის კიდეს?.. და თანდათან თენდება კიდეც… ღამის და დღის გასაყარზე: ვარდი და ბულბული … ქალაქშიც კი, ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს… მე მინდა, ჩემი სულიც ბოლოს იქ მოხვდეს, სადაც მკვდარი ჩიტების სულებია…   განჯინა სადაური სიტყვაა – “განჯინა”? მახსოვს ჩვენი განჯინა –

გივი ლუარსაბიშვილის თარგმანი   პოლიციის მოამბე ყურადღება: კიდევ ერთი საინტერესო ცნობა: მეოცე საუკუნის მიწურულს, 16 საათსა და 15 წუთზე თავისი სამშობლოდან გამოვიდა სომეხი ერი და უკან აღარ დაბრუნებულა