e
რუსული პოეზია Tag
  /  Posts tagged "რუსული პოეზია"

თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო ნენე გიორგაძემ   დიმიტრი პრიგოვი – ოთხმოციანი წლების რუსული პოეტური ანდერგრაუნდის თვალსაჩინო წარმომადგენელი – ორიათასიანებში აქტუალური ხელოვნების ლიდერი ხდება. მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, არის არა მხოლოდ პოეტი, არამედ დრამატურგი, რომანისტი, მხატვარი, არტისტი და ხელოვნების თეორეტიკოსი. დიმიტრი ალექსანდროვიჩ პრიგოვისათვის (ДАП), ტექსტი მხოლოდ ნაწილია ერთი დიდი პროექტისა, რომელსაც თავად დაარქვა "პროექტი დ.ა.პ." პრიგოვის შემოქმედებას უნდა შევხედოთ, როგორც

*** გუშინ საღამოს, სტუმრებისგან შინ ვბრუნდებოდი, ჩამეძინა, გავიარე ჩემი მეტროს სადგური, ვერნანცკაიას გამზირი და მივაღწიე ბოლო გაჩერებას; იქ მე გამაღვიძა ქალმა ლურჯ ფორმაში: გამოვედი ვაგონიდან და უკან გავემგზავრე; როცა მივედი ჩემს სადგურამდე და გადმოვედი ვაგონიდან მე ვიფიქრე იმაზე, რომ იქნებოდა საინტერესო გამეგო, როგორ ხშირად უწევს ამ ქალს და ისეთებს, როგორიც ისაა მკვდრების გაღვიძება მეტროს ცარიელ ვაგონებში; მე გამახსენდა რომ ჩემს ადრინდელ ლექსებში (სხვათა შორის, უწინ მე ვწერდი სავსებით სხვა ლექსებს – ზოგიერთს ალბათ ისინი კიდევ ახსოვს; მათ შორის, ჩემის აზრით რამდენიმე არ იყო ცუდი; ახლა მე ვწერ სავსებით სხვანაირად; ცნობისთვის, ეს ახალი ფორმა მე გამეხსნა

თარგმნა: ნორიკ ბადოიანი *** ტომრიდან იატაკზე დაიყარა საგნები. და მე მგონია, რომ სამყარო მხოლოდ დამცინავი ღიმია, რომ ბჟუტავს ჩამომხრჩვალის ბაგეზე. 1908   *** მე არ ვიცი, დედამიწა ბრუნავს თუ არა – გააჩნია, როგორ ჩაისმევა სიტრიქონში სიტყვა. მე არ ვიცი, ჩემი ბებია და ბაბუა იყვნენ თუ არა მაიმუნები, რადგან არ ვიცი, მსურს თუ არა ტკბილი ან მჟავე. მაგრამ მე ვიცი, რომ მინდა ვდუღდე და მინდა, რომ მზეს და ჩემი ხელის ძარღვს საერთო

მთარგმნელი ნორიკ ბადოიანი   ადის-აბებაში, ბებერმა ყარიბმა, რომელსაც მრავალი ტომი დაეპყრო, შავი შუბოსანი მოავლინა ჩემთან, ჩემი ლექსებისგან შედგენილი სალმით. ლეიტენანტი, მტრის ბატარეების ცეცხლქვეშ რომ მართავდა ქვემეხიან ნავებს, სამხრეთის ზღვასთან გათენებამდე ჩემს ლექსებს მიკითხავდა ზეპირად. კაცი, რომელმაც ელჩს იმპერატორის ხალხის ბრბოში დაახალა ტყვია, მომეახლა, რომ ხელი ჩამოერთვა ჩემთვის, ჩემი ლექსებისთვის მადლობა ეთქვა.   მრავლად არიან ისინი, ძალუმნი, ბოროტნი და მხიარულნი, ვინც ხოცავდნენ სპილოებს და ადამიანებს, ვინც უდაბნოში იღუპებოდნენ წყურვილით, ვინც იყინებოდნენ მარადიული ყინულის კიდეზე, ვინც ერთგულებენ ჩვენს დედამიწას, ძალუმს,

თარგმნა მარიამ მახარაძემ   ვლადიმერ მაიაკოვსკი შინ შემოხვედი ისე მკაცრი, მეუბნებოდა ეგ სიმკაცრე “ ადექი წადი!” ზამშის ხელთათმანს აწვალებდი მოუხეშავი, მერე აცხადე: “ვთხოვდები, (გტოვებ).” არაფერია. მოვიკრებ ძალას. მშვიდი ვარ ძლიერ-დამაკვირდი! ამგვარად მშვიდი მკვდრის პულსი იყოს შეიძლება, მხოლოდ და ზოგჯერ.   სერგეი ესეინინი მშვიდობით ჩემო მეგობარო, ნახვამდის, კარგად. ძვირფასო - ჩემი გულის სიღრმეს მიკრული რომ ხარ, იცოდე, განზრახ გადაწყვეტილ ამ განშორებას, ჩემთვის პირობა ხელახალი შეხვედრის მოაქვს.   ნახვამდის ჩემო მეგობარო, ხელის ან სიტყვის გარეშე და გთხოვ, შუბლი სევდას ნუ

თარგმნა ნენე გიორგაძემ   საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ. და ეს ხდებოდა   თოვლიანი საფარის ზუსტად შუაგულში, რომელიც იყო დასავლეთით უსწორმასწორო, გარემოცული გაუყინავი ჭაობებით და ყავარჯნებზე მდგარი ხეებით და რკინიგზის ქალადალეწილი რამდენიმე ნახევარდაზგით, და ყოველ მათგანს ჭუჭყიანი თოვლის ქუდი ეხურა თავზე, ზოგს ორმაგი, ზოგსაც - სამმაგი. იმ დღეს გაჩერდა დრო,   საათები არ მოძრაობდნენ და სულები უფანრებო მატარებლების აღარ დაქროდნენ ლიანდაგებზე ნაცრისფერი