სკოლა აქ დევს ჩემი გული, გისოსებიან მკერდში იყინება, ჯერ კიდევ ძალუძს ფეთქვა. მონაზვნად აღსაკვეც თოვლთან ერთად აგონიისას სისხლივით წაგსკდა სიმარტოვის სიმარტივე, გამაბრუებელ ხმებზე მოსრიალე მოსწავლეები კედლებს შუა ცდილობენ გავლას. სასკოლო მერხებზე ამოკაწრული სიყვარულის ახსნა, სიგარეტის კოლოფში ჩადენილი სუიციდი, ხორცით მძინარე მშობლური რჩევა, სიმარტივის სიმარტოვე. ანგელოზებმა სინანული გზაზე დაყარეს, როგორც ქვირითი. ზღვის დისონანსი გამოიტანს ნაპირზე ნივთებს, დუჟმორეული შამპუნის ბოთლი, გადატეხილი დეოდორანტი, ხელის კრემი, ღამის ნიღაბი. მონიშნე ადგილი, I’m not robot. ჩვენი სიყვარული ამ ნივთებივით გამოუსადეგარი გახდა, მზეც გასნობდა, მოსწავლეები
I ქალაქი გამყოფ ხაზებზეა აგებული თითქოს ქუჩები იცავენ წესრიგს. კედლები წარმოთქვამენ სიტყვებს. აქ - მორჩილება. იქ - ამბოხი. ფუნქცია განსაზღვრულია. ჰორიზონტის ზოლი - წაშლილი. გვრჩება ყრუ კითხვა: „რა დევს კედლის მიღმა?“ კედელი არასდროს იტყვის: „მე დროებითი ვარ“ ქვანადებების გროვა. II ვინ აშენებს კედელს? ვისია აგური, ვისია ცემენტი? ვინ ჩასჭიდა ნიჩაბს, ვინ გაჭრა მიწა, ვინ ჩაუყარა საფუძველი? ვისაც მეტი აქვს საკუთრება, მისი კედლებიც უფრო მაღალია. III კედელი ზღუდავს მაგრამ ასევე ადასტურებს. IV კედელი შესაძლოა უეცრად აღიმართოს ჩვენ ცხვირწინ გადაცმული გადაუდებელი აუცილებლობის გრძნობაში. რა დროსაც კედელი განსაზღვრავს დროს და
