ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით. კარლოს წასვლის შემდეგ სწორედ თქვენ დაგაქვთ მის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე ზრუნვის ჯვარი. რა სირთულეებს აწყდებით ამ პროცესში? ლიკა კაჭარავა: ყველა შემოქმედი მეტ-ნაკლებად ასახავს იმ გარემოს, რომელშიც არის. კარლოც არ იყო გამონაკლისი და მისთვის
xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე მიწევდა ყიდვა, იმ ქალისგან რომელიც ყველაზე იაფად ყიდდა ყველაზე ლამაზ, სურნელოვან ყვავილებს. წელს არცერთი ყვავილი მიყიდია, არც ის ქალი მინახავს, არც ლარნაკი გამიმზადებია. წელს ყველაფერი სხვანაირადაა, წელს ჩემი სული არ ყვავილობს. xxx ჩემი ვენა საცერს გავს, იმდენი სისხლი ავიღე ნეტა ძარღვებში რაღა დაქრის. ჩემი სისხლით უნდა დაგხატო, ჩემი
„ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ - აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით, ბანი, მეორე ხმა და პირველი ხმა აქებს: ბანი (მეთოდიოს პატარელი[1]), მეორე ხმა (პლატონი) და პირველი ხმა (ავტორი) - ეს არის შეუზღუდავი ხმათასვლა, ურთიერთშეპასუხება, პარალელიზმი, პლატონისეული დიალოგის სიუჟეტური ფორმატი რომ
რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ პუბლიკაციაში თქვენ წაიკითხავთ 15 წლის მარიამ ბუკიას ლექსებს. საქმე ისაა, რომ ალბათ ნებისმიერს შეშურდებოდა ამ ლექსებში ნაჩვენები პოეტური სახეების და ზოგადად ტექნიკისა, რომლითაც ისინია შესრულებული. მოკლედ, ამ ლექსებმა წესითა და რიგით
თარგმნა გიორგი კობახიძემ წიგნიდან “მითოლოგიები” (1957) ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი საერთო ბუნების არიან. ჩარლი ყოველთვის წარმოიდგენდა პროლეტარს ღარიბის საბურველში, აქედან მოდის მისი სახეხატების განსაკუთრებული ადამიანურობა და ამავდროულად, მათი პოლიტიკური ორაზროვნება. ეს კარგად ჩანს მის შესანიშნავ ფილმში “ახალი დროება”. აქ ის გამუდმებით ეხება
მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან. წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში მტვერში ხალხი ბრმავდება, არვინ არის მშველელი და პატრონი. ხურდა ფულში ფილტვებს კიბოს უკიდებ, უჯრედები ტვინის ბეჩიავდება, ნაშრომ ფულებს სხვები ჩამოირიგებს, ჭიათურას არაფერი ხმარდება, ყველაფერი ჩემთვის არის ნათელი, მინდა ზეცა ვარსკვლავებით დავქარგო, მუდამ ვიტყვი ის რაცა მაქვს სათქმელი, თუგინდ მერე სამსახურიც დავკარგო. მაღაროს მუშა მოწმენდილ ზეცას ნაღვლიანი თვალს გადაავლებ და
