საბჭოთა საქართველო, 1963 ნიკო ფიროსმანიშვილისადმი მიძღვნილი ლიტერატურა მდიდარი როდია. ამიტო ყოველი ახალი ნაწარმოები ნიკოზე ჩვენი კულტურული ცხოვრების სასიხარულო და მისასალმებელი მოვლენაა. უთუოდ მეტი უნდა იწერებოდეს ამ ჭეშმარიტი სახალხო ტალანტის, დიდი თვითნასწავლი ოსტატის ბრწყინვალე შემოქმედებისა და მწუხარე ცხოვრების შესახებ, რადგან დროთა განმავლობაში ფიროსმანი სულ უფრო დიდ მოვლენად წარმოგვიდგება და საპატიო ადგილს იმკვიდრებს ქართული ფერწერის ისტორიაში. ყოველივე ეს გვავალებს, რაც შეიძლება სათუთად,
თარგმნა ტატო ჩანგელიამ დღესდღეობით, ლიტერატურა ძირითადად განიხილება, როგორც პლატფორმა, რომელიც მწერალს საშუალებას აძლევს "ხმა მისცეს" იმ სოციალურ ჯგუფს, რომელსაც მანამდე ეს ხმა არ ჰქონდა. ეს ჯგუფი შეიძლება იყოს ეთნიკური ან სექსუალური უმცირესობა, ასევე ახალი თაობა - რომელიც საკუთარ თავს ზედმეტად ახალგაზრდად და განსხვავებულად აღიქვამს, რომ არსებულმა ლიტერატურულმა ტრადიციამ წარმოადგინოს. იგულისხმება, რომ მწერალი, რომელიც გარკვეულ სოციალურ ჯგუფს "ხმას აძლევს", თავადაც
აუდიო ვერსია სიტყვები • Words · დამიენ საეზი - გამოსავალი ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ დამიენ საეზი - გამოსავალი ბევრი სისხლი – კედელზე, ბევრი კედელი - ქვეყნებს შორის, ბევრი ქვეყანა – კავშირში, ბევრი კავშირი სავალუტო, ბევრი უთანასწორობა, ბევრი ფული, ბევრი ბანკი, ბევრი ომი სამშვიდობო, ბევრი ბავშვი მომაკვდავი, ბევრი იმპერიალიზმი, ბევრი კაპიტალიზმი ბევრი ლიბერალიზმი - თავისუფლების გარეშე! აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! ეს თაობა ოცნებებით აღარ ერთობა! აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი! ძალა ერთობაშია, მაგრამ ვინ ქმნის ერთობას?! ბევრი შიმშილი – ქვეყანაზე, ბევრი
ფრანგულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ კრებულიდან თეატრი და მისი ორეული, ანტონენ არტო, სამეფო უბნის თეატრი 2024 ერთ-ერთი მიზეზი იმ სულშემხუთავი ატმოსფეროსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ყოველგვარი გამოსავლისა და საშველის გარეშე, - და რაშიც ყველა ჩვენგანს წვლილი მიგვიძღვის, მათ შორის, ყველაზე მეამბოხეებსაც კი - მდგომარეობს მოწიწებაში იმის მიმართ, რაც დაწერილა, გამოთქმულა, გამოსახულა და რასაც ხორცი შეუსხამს, თითქოს ყოველგვარ გამოხატულებას საკუთარი
დეგრაალიზაცია მოდერნისა და მოდერნიზმის შესახებ საუბრისას თავდაპირველად, როგორც ყოველთვის, აღინიშნება ხოლმე, რომ „მათ აერთიანებთ თანამედროვეობა — როგორც კონცეპტი და სულისკვეთება“, თუმცა „მოდერნიზმი და მოდერნულობა განსხვავებული ცნებებია“[1]. მეტიც, „ესთეტიკური მოდერნიზმი — მათ შორის, ლიტერატურული მოდერნიზმი — იმთავითვე დაუპირისპირდა ისტორიულ მოდერნს“[2]. ეს უკანასკნელი, როგორც ტერმინი, შუა საუკუნეებში წარმოიშვა და მას „იაკობ ბურქჰარდტი „შუა საუკუნეებისა“ და „რენესანსის“ ერთმანეთისგან გასამიჯნად იყენებდა“[3]. ისტორიული მოდერნის
თარგმანი ანრი კიკნაველიძე I ის შუა ზამთარში გაუჩინარდა: ნაკადულები გაყინული იყო, აეროპორტები თითქმის ცარიელი, და ძეგლებს თოვლი ამახინჯებდა; ვერცხლისწყალი კი თითქოს ჩავარდა მომაკვდავი დღის ღია ხახაში. ყველა ხელსაწყო, რაც გაგვაჩნია, თანხმდება, რომ მისი სიკვდილის დღე იყო ბნელი და სუსხიანი. შორს მისი სნეულებისგან გარბოდნენ მგლები მარადწვანე ტყეების გავლით, გაუთლელ მდინარეს ვერ ხიბლავდა მაღალი წრის ნავმისადგომი; მგლოვიარე ენებმა პოეტის სიკვდილი დაუმალეს მისივე ლექსებს. ხოლო მისთვის ეს თავის თავად ყოფნის ბოლო საღამო იყო, საღამო ექთნების
