თარგმნა: ზაალ ჯალაღონია
ენიგმა
ჰანს ვერნერ ჰენცეს არიოზოს ეპოქიდან
აღარაფერი იქნება ქვეყნად,
არ ყოფილა, არც განმეორდება.
ამას გვაუწყებს
კალენდარულ დღეების სრბოლა.
ის, რაც მშვენიერ საზაფხულო
სახელს შეირგებს,
ვაი, რომ ისიც
აღარ იქნება.
ნუღარ ქვითინებ.
დაფარული ამბობს მუსიკა.
გულის სიღრმიდან
სხვა აღარავინ,
აღარას ამბობს..
* * *
ბაგე, ჩემს ბაგეში, რომ გამოიძინა.
თვალი, ჩემი თვალის ნაკვალევს რომ გამოყვა.
ხელები და თვალებიც
მე რომ გამროზგეს,
ბაგე, განაჩენი რომ გამომიტანა.
ხელი, რომელმაც დამსაჯა მკაცრად.