(ნაწყვეტი) თარგმანი ინგლისურიდან: ვაკო ნაცვლიშვილი გიორგი ხასაია ჩვენ ყველანი შეიძლება ლტოლვილები ვიყოთ ჩვენ შეიძლება ყველა გაგვაგდონ ჩვენ შეიძლება ვინმემ შეგვიძულოს ვინმედ ყოფნის გამო მე ულამაზესი ადგილიდან ვარ სადაც ხეობა იტბორება ყოველ წელს და ქარიშხალი წლიდან წლამდე იმეორებს რომ უნდა გადავიდეთ მე ვარ უძველესი ადგილიდან ჩემი ჯილაგი იქ დაიბადა მეც იქ ყოფნა მსურს მაგრამ სიცოცხლეც მინდა მე მზიანი მხარის შვილი ვარ სადაც სილაზე ტურისტები ირუჯებიან და დილერები ყიდიან იარაღს ოღონდაც ჩემგან ნუ ეცდებით ფასის გაგებას მეუბნებიან რომ
თარგმნა შოთა პაპავამ *** ვთქვათ, თუ არის პროდუქტები, მაშინ სხვა რამე არ არის. ვთქვათ, თუ სხვა რამე გამოჩნდა, მაშინ პროდუქტი არ არის. თუ არაფერი არ არის, არც პროდუქტი, არც სხვა რამე, მაინც რაღაცა ხომ არის, აი ხომ ვცხოვრობთ, მაინც ვმსჯელობთ… *** როცა საგუშაგოზე დგას მილიციელი, მას ვნუკოვომდე სივრცე ეშლება, დასავლეთ-აღმოსავლეთით იხედება მილიციელი და მას იქით სიცარიელე გადაიშლება და ცენტრი სადაც დგას მილიციელი - მასზე ხედი ყველა მხრიდან გადაიშლება. ყველა კუთხიდან ჩანს მილიციელი- აღმოსავლეთიდან ჩანს მილიციელი, სამხრეთიდანაც ჩანს
გივი ლუარსაბიშვილის თარგმანი პოლიციის მოამბე ყურადღება: კიდევ ერთი საინტერესო ცნობა: მეოცე საუკუნის მიწურულს, 16 საათსა და 15 წუთზე თავისი სამშობლოდან გამოვიდა სომეხი ერი და უკან აღარ დაბრუნებულა
ანრი კიკნაველიძის თარგმანი 1 კვლავ სიმამაცე! ჩემო ძმაო თუ ჩემო დაო! არ გაჩერდე! თავისუფლებას ზრუნვა სჭირდება, რაც უნდა მოხდეს; არაფერია ის, რასაც ერთი, ან ორი მარცხი, ან თუნდაც ბევრი მარცხი ჩაახშობს, ან ხალხის გულგრილობა და უმადურობა, ან ორგულობა რაიმე სახის, ან გაელვება ძალაუფლების ეშვის, ჯარისკაცები, ქვემეხები და სადამსჯელო კანონები. აჯანყდი! და კვლავაც აჯანყდი! აჯანყდი! ჩვენი რწმენის საგანი მალულად იცდის ყველა კონტინენტზე, ყველა კუნძულზე და ზღვის ყველა არქიპელაგზე; ჩვენი რწმენის საგანი არავის ეპატიჟება,
თარგმნა ტატო ჩანგელიამ 1. სირიის დატოვების გადაწყვეტილება იმ დღეს მივიღე, როცა ბრმა ტყვიამ თვალწინ ჩამიქროლა. იმ დღეს მივხვდი, რომ ჩემი სამშობლო აღარ იყო ჩემი სამშობლო, ჩემი სისხლი - ჩემი სისხლი და ჩემი თავისუფლება ეკუთვნოდა თავისუფლებისთვის მებრძოლს, რომელსაც არც კი უფიქრია, ჩემთვის ნებართვა ეთხოვა, სანამ მესროდა - თავაზიანობის ნაკლებობა, რომელსაც ომის დროს ხშირად ვაწყდებით. 2. თუ მოკვლას მიპირებენ, სჯობს უცხო ენაზე
თარგმნა ვალო ჩაჩუამ *** რატომ აღიმართება ჩემი აკლდამის შუაგულიდან ალი სიკეთის და ალი ალერსის ყველასაკენ მიისწრაფვის, და გაუწოდებს ხელსა და ტოტებს თვალუწვდენელი უფსკრულისაკენ რატომ გაურბის ყოველივე სიმაგრეებს და ამავდროულად ფესვებით ძლიერად ეჭიდება მიწას, შენ რომ გარბოდე ვერ გაბედავდი, ან შენი გაშვება არაფერს სურს. რატომ ვარ სიკეთით მოსილი, მაშინ როდესაც არსი ჩემი ბოროტებაა. რატომ ესწრაფვის ყველა შენგან გამომავალი მხოლოდ მკვლელობას თუ ეს შენი ბრძნული კანონია, მაშინ ორივე შემთხვევაში ყვავილთა საფარით შემოსვა ძალგიძს მაშ ბრძენი ხარ და ბოროტი იცავ
