ბენჯამინ ზეფანია – ჩვენ ლტოლვილები

 (ნაწყვეტი)

თარგმანი ინგლისურიდან: ვაკო ნაცვლიშვილი გიორგი ხასაია

 

ჩვენ ყველანი შეიძლება ლტოლვილები ვიყოთ

ჩვენ შეიძლება ყველა გაგვაგდონ

ჩვენ შეიძლება ვინმემ შეგვიძულოს

ვინმედ ყოფნის გამო

 

მე ულამაზესი ადგილიდან ვარ

სადაც ხეობა იტბორება ყოველ წელს

და ქარიშხალი წლიდან წლამდე იმეორებს

რომ უნდა გადავიდეთ

 

მე ვარ უძველესი ადგილიდან

ჩემი ჯილაგი იქ დაიბადა

მეც იქ ყოფნა მსურს

მაგრამ სიცოცხლეც მინდა

 

მე მზიანი მხარის შვილი ვარ

სადაც სილაზე ტურისტები ირუჯებიან

და დილერები ყიდიან იარაღს

ოღონდაც ჩემგან ნუ ეცდებით ფასის გაგებას

 

მეუბნებიან რომ სამშობლო აღარ მაქვს

მეუბნებიან რომ არავინ არ ვარ

მეუბნებიან რომ ისტორიის ახალ წიგნებში

შესაძლოა ხსენებაც კი არ იყოს ჩემი

 

ჩვენ შეიძლება ყველანი ლტოლვილები ვიყოთ

ხანდახან ამას ერთი დღეც ყოფნის

ხანდახან ხელისჩამორთმევაც საკმარისია

ანდა ქაღალდზე ხელისმოწერა

 

ჩვენ ყველანი ლტოლვილები ვართ

ისე არავინ გაჩენილა ამ ქვეყანაზე

ისე უბრალოდ არავის არაფერი რგებია

რატომ გვიწევს ცხოვრება ცუდი ამინდის

ან სხვა უბედურების შიშით?

 

ჩვენ აქ ყველანი საიდანღაც მოვედით.

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *