ჰოვანეს გრიგორიანი – ლექსები

გივი ლუარსაბიშვილის თარგმანი

 

პოლიციის მოამბე

ყურადღება: კიდევ ერთი საინტერესო ცნობა:

მეოცე საუკუნის მიწურულს, 16 საათსა და 15 წუთზე

თავისი სამშობლოდან გამოვიდა სომეხი ერი

და უკან აღარ დაბრუნებულა…

გარეგნული ნიშნები:

მრავალსაუკუნოვანი, მრავალტანჯული.

ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ამტანი.

თვალებში უდგას უძირო სევდა და

გული აქვს გატეხილი რამდენიმე მხრიდან.

მნახველებს ვთხოვთ,

საჩქაროდ შეატყობინოთ პარლამენტს,

რომელსაც რამდენიმე დღით სჭირდება ხალხი

ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად.

 

 

სომხეთი

ეს ჩემი ქვეყანაა – იმხელა,

რომ შემიძლია, თან წავიღო,

თუ სადმე შორს წავალ.

პატარა, დაბერებულ დედასავით.

პატარა, ახალშობილ ბავშვივით,

რუკაზე კი სულ ერთი წვეთი ცრემლია…

ეს ჩემი ქვეყანაა, იმხელა,

თავისუფლად ჩავიტევ გულში,

რომ შემთხვევით

არ დამეკარგოს.

 

 

ამინდის პროგნოზი

ხეები გაზაფხულზე ჰყვავიან.

დრო როცა ვირჩევთ პრეზიდენტს და იმედით ველით,

ზაფხულისათვის რაჩაც მაინც რომ შეიცვლება.

 

ზაფხული ხილის მოწევის დროა.

ზაფხულში ვირჩევთ პარლამენტს და იმედით ველით<

შემოდგომისთვის რაღაც მაინც რომ შეიცვლება.

 

წიწილებს შემოდგომით ითვლიან.

ჩვენც ველით, თანაც „ხანდაზმული“ ერთი იმედით

ველით, ზამთრისთვის რაღაც მაინც რომ შეიცვლება.

 

ზამთარში თოვს და შემოგარენს ფარავს სუდარა…

ზამთარში ყველა, ყველაფერი კვდება… და აკი

ჩვენც ვიცოხებით იმ „უკვდავი“ ერთი იმედით,

სხვა ცხოვრებაში რაღაც მაინც ხომ შეიცვლება.

 

 

ახალი სტრიქონიდან

დავიბადე ადრიან დილით,

ლენინაკანის ერთ ღარიბ დილით.

ჩემთან ერთად დაბადებული ჩემი დაიკო

რამდენიმე საათში მოკვდა,

როცა აგვისსტოს მზე კარგა ხნის ამოსული იყო

და გულგრილად უყურებდა ჩვენს არეულ ოჯახს,

რომელიც თან იღიმებოდა და თან ტიროდა გულჩაწყვეტილი.

ახლა ჩვენს სახლში ჩემს დაზე არავინ ლაპარაკობს.

არავინ იხსენებს მას,

ვინც თითქოს ნახეს რამდენიმე საათით,

ერთ ნახევრადმშიერ ომისშემდგომ ლენინაკანურ დილას,

მარტო მე არ შეიძლია დავიწყება,

გულის ტკივილი ზოგჯერ ნაადრევად მაღვიძებს და

დანისლული თვალებით სიბნელეში მწოლს

მახსენდება იმ ცხრა თვის ყოველი წამი,

ერთად რომ ვცხოვრობდით –

ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ხანა.

  • „სიმართლე არ არის ისე იაფი, როგორც ზოგჯერ ჩანს.“ ინტერვიუ ლიკა კაჭარავასთან

    ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე   ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით.…

  • ნეკა ნათელაშვილი – ლექსები

    xxx მე ყვავილებს არ მჩუქნიან ზოგს სისულელედ ეჩვენებოდა იმაში ფულის გადახდა რაც მალე ჭკნება, ზოგს ალერგია ჰქონდა, ზოგს უბრალოდ აზრადაც არ მოსვლია. ველოდებოდი როდის მაჩუქებდნენ ყვავილებს, მაგრამ საბოლოოდ მე…

  • ცოტნე მაჭარაშვილი – ნადიმი რუსთველიანა

    „ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ – აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით,…

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *