„ნადიმი რუსთველიანა“ რუსთველური დაბალი და მაღალი შაირის მონაცვლეობით არის დაწერილი (3/5 4/4) და პლატონის „ნადიმის“ დეკონსტრუქციაა, უფრო ზუსტად, რომ განვსაზღვროთ „პოლიფონიური დეკონსტრუქცია“ - აქ ეროსს, ჰიდრავლოსის (წყლის ორგანი) თანხლებით, ბანი, მეორე ხმა და პირველი ხმა აქებს: ბანი (მეთოდიოს პატარელი[1]), მეორე ხმა (პლატონი) და პირველი ხმა (ავტორი) - ეს არის შეუზღუდავი ხმათასვლა, ურთიერთშეპასუხება, პარალელიზმი, პლატონისეული დიალოგის სიუჟეტური ფორმატი რომ
რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ პუბლიკაციაში თქვენ წაიკითხავთ 15 წლის მარიამ ბუკიას ლექსებს. საქმე ისაა, რომ ალბათ ნებისმიერს შეშურდებოდა ამ ლექსებში ნაჩვენები პოეტური სახეების და ზოგადად ტექნიკისა, რომლითაც ისინია შესრულებული. მოკლედ, ამ ლექსებმა წესითა და რიგით
Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო აპლიკაციების უსასრულო მორევში. ანგელოზური სევდით მორთული თეთრეული – კეთილი იყოს ქალურობის გაზაფხულობა. წვნიანი ვნება, წითელი ხალიჩის ეროტიული მელანქოლია. შუშხუნა ოფლში ამოვლებული თეძო ქალაქების თეთრ ბინებში დაიარება და თან დააქვს გადანასკვულ სხეულთა ცეკვა. ხარბი თვალები დაჰყვებიან ობობების მოქსოვილ კაბას,
მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს - ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები - ათასწლოვანი ეს ხეები სიღრმეებიდან და მარადიულ იავნანებს მღერენ ქარები. ქარები
თარგმნა ნენე გიორგაძემ საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ. და ეს ხდებოდა თოვლიანი საფარის ზუსტად შუაგულში, რომელიც იყო დასავლეთით უსწორმასწორო, გარემოცული გაუყინავი ჭაობებით და ყავარჯნებზე მდგარი ხეებით და რკინიგზის ქალადალეწილი რამდენიმე ნახევარდაზგით, და ყოველ მათგანს ჭუჭყიანი თოვლის ქუდი ეხურა თავზე, ზოგს ორმაგი, ზოგსაც - სამმაგი. იმ დღეს გაჩერდა დრო, საათები არ მოძრაობდნენ და სულები უფანრებო მატარებლების აღარ დაქროდნენ ლიანდაგებზე ნაცრისფერი
მაქსიმე მაჩაიძე მისი ახალი მუსიკალური ალბომის ერთ-ერთ კომპოზიციაში ამბობს “პოეზიის საღამოზე თავის დაწერილ ჯარიმებს კითხულობდა მენტი” და აქვე შეუძლია გითხრას, რომ: “ფიფქებს რო დათესავ მერე მანქანები და კომპიუტერები ამოდის ყვავილებივით”. მისი პოეზია ადამიანებითაა სავსე, ყველაფერი რაზეც ის საუბრობს, სავსეა ადამიანთა შემოქმედებითი ხასიათით და ასახავს ამ ერთი შეხედვით გაუხეშებულ ურთიერთობას ადამიანსა და მის შორს წასულ შემოქმედებას შორის. თანამედროვე ქართველი ავტორების კითხვისას
