ტატო ჩანგელია – კედლის ინსტრუქცია

I

ქალაქი გამყოფ ხაზებზეა აგებული
თითქოს ქუჩები იცავენ წესრიგს.
კედლები წარმოთქვამენ სიტყვებს.
აქ – მორჩილება.
იქ – ამბოხი.
ფუნქცია განსაზღვრულია.
ჰორიზონტის ზოლი – წაშლილი.

გვრჩება ყრუ კითხვა:
„რა დევს კედლის მიღმა?“

კედელი არასდროს იტყვის:
„მე დროებითი ვარ“

ქვანადებების გროვა.

 

II

ვინ აშენებს კედელს?
ვისია აგური, ვისია ცემენტი?
ვინ ჩასჭიდა ნიჩაბს, ვინ გაჭრა მიწა,
ვინ ჩაუყარა საფუძველი?
ვისაც მეტი აქვს საკუთრება,
მისი კედლებიც უფრო მაღალია.

 

III

კედელი ზღუდავს
მაგრამ ასევე ადასტურებს.

 

IV

კედელი შესაძლოა უეცრად აღიმართოს
ჩვენ ცხვირწინ
გადაცმული გადაუდებელი აუცილებლობის
გრძნობაში.
რა დროსაც კედელი განსაზღვრავს
დროს და არჩევანს.
კედელი, აშენებული შიშით
და ტვირთით
გვაიძულებს სწრაფად მოქმედებას.
გადაუდებელი აუცილებლობის გადადება –
აუცილებელი წინაპირობა.
როცა ჩვენ წინ აღმართული კედელი
გარდაიქმნება ქვანადებების გროვად,
გამოჩნდება ჰორიზონტი –
სივრცე, რომელიც სუნთქავს
სივრცე, გრძელვადიანი პერსპექტივით,
ცვლილებების მოხელთებისთვის.

 

v

შორიდან ისმის ნაბიჯების ხმა.
ჩექმების ხმა იღვრება ასფალტზე.
პარალელურად ხალხი დგამს ნაბიჯებს.
თითქოს ეს ნაბიჯები უკან დასაბრუნებლად იდგმება
მხოლოდ იმ ჭრილობებისგან
თავის ასარიდებლად,
რომელიც უკვე მოყენებულია.

ქუჩის კუთხიდან ისმის კითხვა:
„სად მივდივართ?“

„ჩვენ მხოლოდ გადარჩენისთვის ვიბრძვით“ –
არის პასუხი.

 

VI

კედელი იცავს კიდეც ქალაქს,
როცა ქარიშხალი მოდის,
როცა პოლიცია მოემართება,
როცა ძალაუფლება შლის ფრთებს –
კედელი იძლევა ჩრდილს.

და ჩრდილში მდგომნი
კითხულობენ:
„როგორ ვაქციოთ ეს ჩრდილი
სინათლედ?“

 

VII

როცა კედელი ბზარებს მოიკრებს,
ის ხდება ქვათა გროვა.
ქვა ხელში – მიმართული მიზნისკენ.
ის არ არის უბრალოდ ქვა
ის მოძრაობაა.
არც კედელია, უბრალოდ კედელი.

 

VIII

როცა კედელი ინგრევა
რჩება მხოლოდ ნანგრევები,
მაგრამ ნანგრევები შეიძლება
გახდეს ახალი საძირკვლის ნაწილი
არის ასეთი დისციპლინა:
ნგრევა და შენება.

  • მარიამ ბუკია – ლექსები

    რედაქტორის კომენტარი მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარს ხოლმე არტურ რემბოს გახსენება. თითქოს მარკესის დაწერილი პერსონაჟია, ბიჭი, რომელმაც 19 წლამდე დაწერილი ლექსებით შეძლო პოეზიის რეფორმაცია რევოლუციური იდეებით გაჟღენთილ საფრანგეთში. ამ…

  • როლან ბარტი – ღარიბი და პროლეტარი

    თარგმნა გიორგი კობახიძემ  წიგნიდან “მითოლოგიები” (1957)   ჩარლის უკანასკნელ კომიკურ ნომერს წარმოადგენს მისი საბჭოთა ჯილდოს ნახევარის გადაცემა აბატი პიერის ფონდისთვის. არსებითად, ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ პროლეტარი და ღარიბი…

  • რაჟდენ გველესიანი – ლექსები

    მაღარო მივდივარ და არ მთავდება გვირაბი, დედამიწას გულს ვუჩიჩქნი შიგნიდან, მინდა ყველას ჩამოუხსნა ნიღაბი, სიტყვა გულით გავისროლო პირიდან.   წინაპრების ცრემლი ოფლად მედება და შავ ოქროს ეზიდება ვაგონი, მაღაროში…

  • ნინია ყაბანაშვილი – Nokia N73

    Nokia N73 კანზე ჭიანჭველები დათარეშობენ, სისხლი მდის. წითელი ლოყა, ბავშვობის რძისფერი ნოსტალგია, ვარ მწვანე. ქარი ქრის, ჩემი ციფრული პერსონა პიქსელებად იშლება, ყვავილებს მტვრად ედება. არ გამიშვა ხელი, არ დამკარგო…

  • ლარა შუკვანი – ლექსები

        მარადისი ანუ სიზმარი ყური დაუგდე ბუნების ხმებს – ბუნების ჩურჩულს, ხომ განწირულთა მეწამლეა ასეთი ხმები?! ხომ განწირულებს აყურადებს ფოთლების სევდა?! ყური დაუგდე, ირხევიან მარადისები – ათასწლოვანი ეს…

  • არსენი ტარკოვსკი – ლექსები

    თარგმნა ნენე გიორგაძემ   საველე ჰოსპიტალი მაგიდა შუქზე შეატრიალეს. თავქვე ვიწექი, თითქოს ვიყავი ასაწონი ხორცი და სული ძაფზე ეკიდა, ჩემ თავს გარედან ვაკვირდებოდი, ბაზრის მძიმე გირით სასწორზე როგორ მწონიდნენ.…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *