e

a

ჩვენ შესახებ

სიტყვები მულტიდისციპლინური ლიტერატურული პორტალია, რომელიც უკვე ათწლეულია არსებობს და ემსახურება ადგილობრივი ლიტერატურისა და უცხოენოვანი ტექსტების ინტეგრირებას ქვეყნის კულტურულ ლანდშაპტზე.

ჟურნალის გზა სოციალური ქსელიდან დაიწყო. თავდაპირველად შექმნილი ფეისბუქ-გვერდი, მკითხველთა ინტერესისა და ავტორთა ჩართულობის წყალობით, თანდათანობით სრულფასოვან ონლაინ პლატფორმად გარდაიქმნა. წლების განმავლობაში „სიტყვები“ მუდმივად იცვლიდა ფორმას, აფართოებდა რუბრიკებს და მასპინძლობდა სხვადასხვა თაობის რედაქტორებსა თუ ავტორებს.

2026 წლიდან „სიტყვები“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. განახლებული რედკოლეგიითა და სტრატეგიით, პორტალი მუშაობას პერიოდული გამოცემის ფორმატით აგრძელებს. ამ დროისთვის ჟურნალის სარედაქციო გუნდი შემდეგია: ტატო ჩანგელია, საბა თოდუა, მარიამ მახარაძე

კონტაქტი:

დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: sitkvebiwords@gmail.com