თარგმნა ანრი კიკნაველიძემ I ო, დასავლეთის ქარო, სუნთქვავ შემოდგომისა, შენ, ვის უხილავ არსებასაც მკვდარი ფოთლები გაურბიან, ვით, აჩრდილნი ჯადოქრის ძალას. ყვითელი, შავი, უფერული, ზოგან წითელი, ჭირიანთა სიმრავლეები: ო, შენ, ვინც ეტლით მიაგელვებ ზამთრისეულ სარეცელისკენ ფრთიან თესლებს, ცივი, ჩუმი განსვენებისთვის, თითოეული, როგორც გვამი თავის საფლავში, ვიდრე შენი და, გაზაფხული ლაჟვარდისფერი, არ დაჰბერავს თავის საყვირს მთვლემარე მიწას, (გადენის, როგორც საძოვარზე ფარას, ტკბილ კვირტებს) სიცოცხლის ფერით და სურნელით აავსებს მთა-ველს: ველურო სულო, ყველგან მყოფო, ყველგან
ზურა რთველიაშვილს მე არ ვიცი როდის დავმეგობრდით გაცნობის მომენტსაც კი ვერ ვიხსენებ თითქოს ამას დასაწყისი არც ჰქონია ღია სივრცის ადამიანი იყო ეს იყო ციხის საწინააღმდეგო ადამიანი ასეთი იყო ის როცა ჩემს თეატრალურ ჯგუფში მოვიდა ბალეტის სკოლაში, ასეთი იყო მერეც, დაუნანებელი თავის თავის, როცა ამერიკიდან ჩამოვედი, მას არ ერიდებოდა მეგობრობა დ მხარდაჭერა ის არ იყო კარიერისტი მაგრამ აჩვენა კარიერისტებს, თუ რა და როგორ შეიძლებოდა მას შეეძლო დაელია სპირტიანი და
მარიამ მახარაძე არაკონვენციური ლექსების ავტორია. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მისთვის უცხოა კონვენციურობა და პირიქით, იგი მის წინააღმდეგ მიდის. არავისთან დებს ხელშეკრულებას, არავისუდებს პირობას და სთავაზობს შეთანხმებას. მისი პოეზია უკომპრომისო, პრინციპულ შეუთანხმებლობაზეა, სადაც სამყაროს მხოლოდ ორი პოლუსი არ გააჩნია. აქ შავსა და თეთრს შორის მთელი პალიტრა და უთვალავი ფერია, თუმცა პოეტს მკაცრად სწამს, რომ სიმართლე - ისევე, როგორც ბრეხტის
თარგმნა ანრი კიკნაველიძემ (1844) სევდიან თვალში გამშრალი ცრემლით უზიან დაზგას კბილების ღრჭენით: „შენ, გერმანიავ, სუდარას გიქსოვთ და სამგზის წყევლას მასში ჩავაქსოვთ - ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ! წყეულიმც იყოს ღმერთი გულგრილი ვისაც მშიერი და გათოშილი ვევედრებოდით, იმედი გვქონდა - მან მოგვატყუა და მიგვატოვა - ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ! წყეულიმც იყოს მეფე მდიდრების ჩვენი არ ესმის მას გაჭირვების, რომელიც ბოლო გროშებსაც გვართმევს, და მერე ტყვიას გვესვრის, ვით ძაღლებს - ჩვენ ვქსოვთ, ჩვენ ვქსოვთ! წყეულიმც იყოს ეს ცრუ
თარგმნა და კომენტარი დაურთო ილია ჭანტურიამ როდესაც მსოფლიო იმპერიალისტური ომებით არის მოცული, როდესაც რუსი იმპერიალისტების ბომბებს ეწირებიან ადამიანები უკრაინაში, ხოლო მათი მომავლით კი დასავლელ ბოროტ პოლიტიკოსებს სურთ ივაჭრონ; როდესაც ვხედავთ გენოციდს ღაზაში, ოკუპაციას და აპარტეიდულ რეჟიმს პალესტინის მიწაზე; როდესაც საქართველოში კომპრადორი პოლიტიკური კლასი ცდილობს მის გარშემო მყოფ იმპერიალისტებთან საერთო ენა გამოძებნოს, მეტი ფინანსები გამოივაჭროს ჩვენი სამშობლოს ყვლეფის, ხალხის ჩაგვრისა
ინტერვიუ ჩაიწერა კარლო კაჭარავას ორენოვანი კრებულისთვის და ის ექსკლუზიურად ქვეყნდება სიტყვების ონლაინ ფურცლებზე ნენე გიორგაძე: როცა კარლო კაჭარავას ორენოვან კრებულზე ვფიქრობდი, იმთავითვე ვიგულისხმე, რომ თქვენ მისი ნაწილი იქნებოდით. კარლოს წასვლის შემდეგ სწორედ თქვენ დაგაქვთ მის შემოქმედებით მემკვიდრეობაზე ზრუნვის ჯვარი. რა სირთულეებს აწყდებით ამ პროცესში? ლიკა კაჭარავა: ყველა შემოქმედი მეტ-ნაკლებად ასახავს იმ გარემოს, რომელშიც არის. კარლოც არ იყო გამონაკლისი და მისთვის
